საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო ტაქტიკური კურსი დაიწყო
პოლიტიკა - 20:09, 10 May, 2018     1222

ფრანგი ინსტრუქტორების დახმარებით, ახალი, ფრანგული კურსის ანალოგი - სამთო ტაქტიკური კურსის განვითარების მეორე ფაზა მიმდინარეობს. აღნიშნული კურსი სამთო ტაქტიკაში, მაღალმთაში ბრძოლების წარმოების მიზნით, ქვეითი ოცეულების მომზადებას ითვალისწინებს. საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში დღეს თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა, რომელიც სამთო ტაქტიკური კურსის დაწყებისა და მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.

მოგვიანებით ლევან იზორიამ სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებსა და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა სამთო მომზადების სკოლის ჩამოყალიბებისა და წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის ფრანგულ მხარეს მადლობა გადაუხადა და ქართული მხარისთვის კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ლევან იზორიას განცხადებით, სამთო ტაქტიკური კურსის დაწყებით, საჩხერის სამთო მომზადების სკოლა თვისობრივად განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. პირად შემადგენლობას კურსის დაწყება პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმაც მიულოცეს. მათ თავდაცვის სფეროში, განსაკუთრებით სამთო მიმართულების გაძლიერების კუთხით, ორ ქვეყანას შორის ინტენსიური თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს.

ღონისძიებაზე საფრანგეთის ელჩი, პასკალ მენიე და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ოლივიე მადიო საჩხერის სამთო მომზადების სკოლისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვეს. ლევან იზორიამ საფრანგეთის ელჩს სპეციალური სიგელი, ხოლო თავდაცვის ატაშეს მედალი „გენერალი კვინიტაძე“ გადასცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42