პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხი მთლიანად სახელისუფლებო გუნდის გადასაწყვეტია და აღნიშნული ცვლილებები კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობის პრევენცია იქნება.
„რამდენიმე დღის წინ განვიხილე საკითხი იუსტიციის მინისტრთან ერთად. რა თქმა უნდა, ეს საკითხი ცდება მხოლოდ მთავრობის პრეროგატივას და გახლავთ მთლიანად სახელისუფლებო გუნდის განსახილველი საკითხი, სწორედ ამაზე ვისაუბრეთ. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი ფორმალურად ითხოვს თავშესაფარს და, პარალელურად, ცდილობს ბინადრობის ნებართვის მიღებას; ან ითხოვს ქვეყნიდან გასვლის ვალდებულების გადავადებას სასამართლოში მისი მონაწილეობით მიმდინარე საქმისწარმოების მოტივით, ამის შემდეგ კი, სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართავს ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით; აგრეთვე, იღებს მოკლევადიან С კატეგორიის ვიზებს და შემდეგ ითხოვს ბინადრობის ნებართვას. ინოვაციურ მიდგომასთან გვაქვს საქმე მათი მხრიდან და აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე მოხდება კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობის პრევენცია და აღმოფხვრა,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.ა
მასალის გამოყენების პირობები






