საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მტავრობის სხდომაზე უცხოელებისთვის დროებითი ბინადრობის მინიჭების საკითხზე ისაუბრა:
„საქართველოში მუდმივი ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელი თუ 10 წლის ვადით უნდა ცხოვრობდეს, დღეს ეს ვადა 6 წელს შეადგენს. 12 წლამდე იზრდება დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა, დღეს მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 6 წელი, ამასთან, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს საქართველოში მუდმივად დარჩენის მოტივი, ექვსი წლის გასვლის შემდეგ ის კვლავ მიიღებს დროებითს და არა მუდმივ ნებართვას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო არის ღია ტურიზმისთვის და რა თქმა უნდა ლიბერალური საემიგრაციო კანონმდებლობა ამას ხელს უწყობს და ჩვენ ასევე დავრჩებით ღია ქვეყნად ამ თვალსაზრისით, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ მახინჯი მექანიზმების გამოყენებით ადამიანებმა კანონს აუარონ გვერდი და არაკანონიერად გაიხანგრძლივონ აქ ყოფნა, მოითხოვონ ის, რაც მათ არ უნდა ეკუთვნოდეთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






