თბილისის გერმანული გენერალური გეგმა და საერთაშორისო ეჭვები
პოლიტიკა - 17:26, 10 May, 2018     9626
3 წლის განმავლობაში ჭრიალ-ჭრიალით ფინიშისკენ მიმავალ თბილისის მიწათსარგებლობის განხლებული გენერალური გეგმის საქმე კარგად, რომ ვერ არის ამას დიდ ფიცი-მტკიცი არ ჭირდება. 1 ივნისს ვიხილავთ ალბათ საბოლოო დოკუმენტს, რომელშიც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ თავდაპირველად წარდგენილი ვარიანტიდან დიდი არაფერი იქნება დარჩენილი, რადგან არც ადგილობრივ თუ უცხოელ ექსპერტებს და არც თვითონ მერიის ხელმძღვანელობას არ მოსწონთ ბ-ნი დავით ნარმანიასეული დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ კეთილ სურვილებზე და „ჩუმ“ ეკონომიკურ ინტერესებზე იყო დაფუძნებული.

გენგეგმის ავკარგიანობა იქეთ იყოს და ამ ისტორიაში ერთ საინტერესო პასაჟს მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება.

ამ დოკუმენტის ისტორია 2015 წელს დაიწყო, როდესაც 2015 წლის 21 მაისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ საპროექტო მომსახურების - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა კონკურსი. კონკურსი ითვალისწინებდა წინადადების წარდგენას განახლებული გენგეგმის კონცეფციაზე და გათვალისწინებული იყო სამი საუკეთესო წინადადების გამოვლენა. პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი იღებდა 50 000 ლარს, მეორეზე 30 000 ლარს და მესამე ადგილზე 20 000 ლარს. თუმცა, იურიდიული მანიპულაციების და გარკვეული დაინტერესებული პირების ჩარევის შედეგად გამარჯვებულ კომპანიას 50 000 ლართან ერთად 2 800. 000 ლარიანი კონტრაქტიც გაუფორმეს.

ასე იყო თუ ისე, 2015 წლის 13 სექტემბერს, საკონკურსო კომისიამ გერმანული კომპანია „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში“ რეკომენდაციით გამოავლინა საუკეთესო საკონკურსო წინადადება და გამარჯვებულად დასახელდა ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“, რომელიც ამტკიცებდა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავებისთვის ითანამშრომლებდა ისეთ გერმანულ იურიდიულ პირებთან, როგორებიცაა: „AS&P – Albert Speer & Partner GmbH”, Sarl “Atelier Alfred Peter Paysagiste”, Dr. Brenner Ingenieurgesellschaft MbH და სხვ. ხოლო ამ გერმანულმა კომპანიის საქართველოს ფილიალმა 20 დღიან მომსახურებაში არაადეკვატურად მაღალი ანაზღაურება, 400.000 დოლარი, მიიღო თბილისის ბიუჯეტიდან.

აქვე აღსანიშნავია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერის თანახმად, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ დაფუძნებულ იქნა 2015 წლის 30 ივნისს, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადებული კონკურსიდან 41-ე დღეს.

ამავე წლის 6 ივლისს ანუ კომპანიის დაფუძნებიდან 6 დღეში თბილისის მერია აანონსებს, რომ გერმანულ კვლევით ინსტიტუტ ფრაუნჰოფერთან ერთად იწყებს ერთობლივი გლობალურ პროექტს „მომავლის ქალაქი“ და რომ პროექტი ახალგამომცხვარ „სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს მონაწილეობითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაიწყება.

“დელეგაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილავს პროექტის დაწყების დეტალებს და სამუშაო გრაფიკს, ურბანული მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგიასა და თბილისის განვითარების მომავალი სამოქმედო გეგმის მონახაზს. პროექტს კონსულტირებას გაუწევს ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველო“, რომლის ძირითად მიზანს საქართველოში სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარებითი პრობლემების შესწავლა, ანალიზი და გადაჭრის გზების ძიება წარმოადგენს. „სითი ინსტიტუტი საქართველო“, „ფრაუნჰოფერის“ კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით, აპირებს ის უახლესი და თანამედროვე კონცეფციები და მიდგომები, რომლებიც „ფრაუნჰოფერის“ მიერ წარმატებით ინერგება მსოფლიოს ქალაქებში, ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს სხვა ქალაქებისთვისაც. ამ პროექტის ფარგლებში თბილისის ახალი ურბანული განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც თბილისი პირველი “მომავლის ქალაქი” იქნება რეგიონში”,- განაცხადა მაშინ ამ პროექტთან დაკავშირებით „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ.

პროექტი - „მომავლის ქალაქი“, რომელიც ათ მიმართულებას მოიცავდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25%-იანი და გერმანული ორგანიზაცია KFW-ს 75%-იანი ფინანსური კონტრიბუციით უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ამ პროექტზე მუშობა შეწყდა და საბოლოო ჯამში, „მომავლის ქალაქის“ ეს ათივე მიმართლება „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ მიერ შექმნილი გენგეგმის პროექტში აღმოჩნდა კოპირებით გადატანილი.

გენგეგმის ავტორების განმარტებით, უცხოელი ექსპერტების მომსახურება ქართული სტანდარტებით საკმაოდ ძვირი დაჯდა და მთლიანი საპროექტო ღირებულების ნახევარი -1 400 000 ლარი უცხოელი ანუ გერმანელი ესქპერტების მომსახურების ანაზღაურებაზე დაიხარჯა.

თუ გავითვალისწინებთ ბ-ნ ნარამანიას ადრინდელ მჭიდრო კავშირებს გერმანიასთან, აშკარად ჩანს რომ როგორც კონკურსის ჩატარებას, შეფასებას და მის შემდგომ განხორციელებასაც წითელ ხაზად გასდევს ქართულ-გერმანული კვალი.

აღნიშნული გარემოებებს მივყავართ დასკვნამდე, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი გერმანულ-ქართული საერთო ინტერესების პროექტი იყო, რომლის განხორციელებასაც ეროვნულ დონეზე უზრუნველყოფდა სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“. ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ პროექტ: „მომავლის ქალაქის“ ნაწილობრივ დამფინანსებელ გერმანული ორგანიზაცის KFW- სა და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაში გამარჯვებულ კომპანიის პარტნიორ, ასევე გერმანულ ორგანიზაციას Dr. Brenner Ingenieurgesellschaft MbH-ს შორის ჩამოყალიბებულია სათანამშრომლო გარემო.

თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენგეგმა, ჩვენი ქალაქის ბიუჯეტს 4 მილიონ ლარამდე დაუჯდა, ამ ყველაფერს თითქმის 3 წელი დაჭირდა და საბოლოოდ მაინც არ გვაქვს კვალიფიცირებული დოკუმენტი.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე რამოდენიმე კითხვის დასმის სურვილი მიჩნდება, მაგრამ ჩემი ლეგიტიმური ეჭვების გასაფანტავად აჯობებს რომელიმე კომპეტენტურმა ჩინოვნიკმა, ვისაც ეს საკითხი უშუალოდ ეხება, დასვას ეს კითხვები და მათზე ამომწურავი პასუხები მიიღოს ამ პროცესის ყველა მონაწილე სუბიექტისგან.

იმედი მაქვს, რომ დაინტერესების შემთხვევაში მოხერხდება გენერალური გეგმის ჩახლართულ ისტორიაში გარკვევა, მათ შორის ფინანსების ხარჯვის უცხოურ (გერმანულ) ნაწილშიც, რათა შემდგომში დაზღვეული ვიყოთ, რომ არავინ ეცდება თბილისისთვის არაკვალიფიცირებულ და საეჭვო დოკუმენტის თავზე მოხვევას.

ნუგზარ ჯალაღონია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42