ექიმი ფსიქიატრი მანანა გეგეშიძე სასარგებლო ინფორმაციას გვთავაზობს იმის შესახებ, როგორ გავარჩიოთ სხვადასხვა ნივთიერებით ზედოზირების (ინტოქსიკაციის) შემთხვევები ერთმანეთისგან:
# ალკოჰოლი: სუნთქვის და გულისცემის სიხშირე და არტერიული წნევა ნორმალურია; გუგები - საშუალო სიდიდის; ლაპარაკი გაძნელებულია; ძილიანობა; ფეხის არევა; დეზორიენტაცია (დროის და ადგილის შეგრძნების შეფერხება); ფრაზების გამეორება; ალკოჰოლის სუნი ამონასუნთქში.
# ამფეტამინი ან კოკაინი: მაღალი არტერიული წნევა და პულსი; გაფართოებული გუგები; იმპულსურობა; აგრესიულობა; აგზნებულობა.
# ,,აბაზანის მარილები”: მაღალი არტერიული წნევა და პულსი, ფართო გუგები, აგზნება, გულყრები, ოფლიანობა, ტემპერატურის მომატება, ნატრიუმის დაქვეითება სისხლში, და ჰალუცინაციები.
# კანაბისი: ნორმალური არტერიული წნევა, პულსი და სუნთქვის სიხშირე; საშუალო ზომის გუგები; შენელებული მეტყველება; ძილიანობა; ფეხარეული სიარული; დეზორიენტაცია; საკვების კვალი სახეზე ან ტანსაცმელზე; მარიხუანას სუნი ამონასუნთქში.
# ოპიოიდები: გაიშვიათებული სუნთქვა და სისხლის დაბალი ჟანგბადით გაჯერებულობა; ვიწრო გუგები; მეტყველების გაძნელება; ძილიანობა.
# MDMA: მაღალი არტერიული წნევა და პულსი; გაფართოებული გუგები; ენერგიულობა, მაგრამ არააგრესიულობა; პირის სტერეოტიპული მოძრაობები (კბილების ღრჭიალი, ტუჩების ლოკვა); ყველასთან ერთობის შეგრძნება.
# ბენზოდიაზეპინები: დაბალი არტერიული წნევა, სუნთქვის სიხშირე და ტემპერატურა; ნორმალური ზომის გუგები; ავადმყოფი კომაშია და სხეული იოლად ულურჯდება.
# ფენციკლიდინი (PCP): მაღალი წნევა და პულსი; ფართო გუგები; აგრესიულობა სხვების მიმართ; აგზნება.
# ჰალუცინოგენი (LSD, ფსილოციბინი, მესკალინი): ცოტა მომატებული წნევა და პულსი; ფართო გუგები; უაზრო მზერა; ღებინება - განსაკუთრებით მესკალინის შემთხვევაში.
მასალის გამოყენების პირობები






