"ჩვენ ისტორია შევქმენით, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება" - ელი კოენი
პოლიტიკა - 16:21, 10 May, 2018     1190
"დღეს ჩვენ ისტორიას დავუდეთ სათავე, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება და მიხარია, რომ დღეს აქ ვარ, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა ელი კოენმა პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ელი კოენი საქართველოში პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით იმყოფება.

ისრაელის ეკონომიკის მინისტრის თქმით, მოხარულია, რომ წელს უკვე მეორედ ხვდება ქართველ კოლეგას.

„ჩვენი ბევრი კარგი ამბავი გვაქვს, თუმცა წინაც ბევრი სამუშაო გვაქვს. კარგი ამბავია, რომ 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 50 მილიონ დოლარს შეადგენს. მეც და ჩემმა ქართველმა კოლეგა დიმიტრი ქუმსიშვილმაც მიზნად დავისახეთ, რომ ეს მაჩვენებელი უაღრესად გავზარდოთ“, - განაცხადა ელი კოენმა.

ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და ისრაელს შორის მჭიდრო მეგობრობას, ორი ქვეყანის უძველეს ისტორიასა და მემკვიდრეობას.

„ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას, ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობის გაფართოებისთვის.

ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ გადავლახოთ ყველა ის დაბრკოლება, რაც არსებობს ქართველ და ისრაელელ ინვესტორებს შორის. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ისრაელი-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შეთანხმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ელი კოენმა.

თავის მხრივ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ისრაელის ეკონომიკის მინისტრ კოენს ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით გაწეული უდიდესი ძალისხმევისთვის.

„მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უზრუნველყოფს ფართო შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს და განავითარებს მრეწველობის სხვადასხვა მიმართულებებს საქართველოსა და ისრაელში, ამასთან მნიშვნელოვნად გაზრდის და გააფართოებს ორივე ქვეყნის ექსპორტს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42