დავით ქევხიშვილის თქმით სპორტსმენები ცდებიან, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ასეთი ფორმით ცდილობენ. მისი თქმით პრობლემებზე მსჯელობა წესების ფორმატში წარიმართოს. ქევხიშვილმა ვარლამ ლიპარტელიანს მოუწოდა, რომ როგორც გუნდის კაპიტანი ისე მოიქცეს და ძიუდოისტების პროვოცირებას ნუ ახდენს. ქევხიშვილი ისევ აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესები გარკვეული ძალების მიერაა მართული:
„მე ყველაფერი შევაჯამე და მოვიწვიე ყრილობა. მივესალმები სამინისტროს პოზიციას, მათ შექმნეს კომისია. ორივე მხარეს შესაძლებლობა გვექნება, რომ წარმოვადგინოთ პოზიციები და დოკუმენტაციები. ყრილობის წევრებს ავუხსენი, თუ რა მდგომარეობაა ფედერაციაში. სპორტსმენები ცდებიან, რომ ასეთი ფორმით ითხოვენ ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას. საერთო ენა მაინც გამოინახება. 2009 წელს იგივე პროცესები იყო ნაკრებში, მაგრამ არასდროს საჯაროდ არ გამოვსულვარ და არ მითქვამს არაფერი. ფედერაციის პრეზიდენტთან არასდროს არაფერი გამიპროტესტებია და არ გამომიცხადებია ბოიკოტი. როდესაც შენ კაპიტანი ხარ, არ შეიძლება ასე პროვოცირებდე და ბიჭებს ამ გზაზე აყენებდე. ვალდებული ვარ აღმასკომისა და სამინისტროს წინაშე და ჩემს პოზიციას მათთან დავაფიქსირებ. მთავარი პრობლემა სხვა არის. ლიპარტელიანს მოვუწოდებ, როგორც გუნდის კაპიტანი ისე მოიქცეს. ვფიქრობ, შესაძლებელია ყველაფრის ნორმალურ პროცესში გადატანა. გაერთიანებულ ფორმატში მზად ვარ გავცე პასუხი. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ყრილობა, იმ გადაწყვეტილებას დავემორჩილები. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ, რომ პრობლემებზე მსჯელობა წესების ფორმატში წარიმართოს.“- განაცხადა დავით ქევხიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






