"თავის დანებებაც რომ მომიწიოს, იმის მაინც აღარ შემრცხვება, რომ რაღაც არასწორს ვხედავდი და ვითმენდი"- ავთანდილ ჭრიკიშვილი
პოლიტიკა - 14:48, 10 May, 2018     2071
ქართველი ძუდოისტი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რათა ძიუდოს ფედერაცია დავით ქევხიშვილისგან გათავისუფლდეს, თუნდაც ამისთვის მას სპორტისთვის თავის დანებება მოუწიოს.
ჭრიკიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ძიუდოისტებს ქევხიშვილის ფედერაციის პრეზიდენტობისას ექმნებათ. ჭრიკიშვილის თქმით, სპორტსმენებს არ აქვთ შეჯიბრებებზე წასვლის, ვარჯიშებზე შეკრების საშუალება. ამის ერთ-ერთ მაგალითად ჭრიკიშვილმა დაასახელა ის, რომ წინა სატურნირო შეკრებაზე სპორტსმენმა მინიმუმ 5 პარტნიორთან მაინც უნდა იჭიდაოს, რადგან ტურნირზე სწორედ ამ რაოდენობის მოწინააღმდეგესთან უწევს შეხვედრა, ამჟამად კი წინასატურნირო შეკრებაზე მხოლოდ ერთ პარტნიორთან უწევთ ჭიდაობა, რის გამოც, ჭრიკიშვილის თქმით, გამოდის რომ სპორტსმენი მხოლოდ ერთი შეხვედრისთვისაა მზად. როგორც ძიუდოისტმა აღნიშნა, ფედერაციის მხრიდან ამის მიზეზად ხან შეზღუდული ფინანსები, ხან კი მწვრთნელის გადაწყვეტილება სახელდება.

ჭრიკიშვილმა ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ მწვრთნელების და ძიუდოს სფეროში დასაქმებული ხალხის სამსახურიდან გაშვება ქევხიშვილის ნება-სურვილით ხდება და მათ რეალურ მიზეზს არავინ ეუბნება. მისი თქმით, ძიუდოს ფედერაციის მართვას ქევხიშვილი თავისი საძმაკაცოს მეშვეობით ცდილობს და მას მხარს არ უჭერენ სპორტსმენები:

„ეს ადამიანი, როგორ უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტი, როდესაც ერთი გვერდში მგომი არ ჰყავს სპორტსმენების მხრიდან, ერთი ადამიანი არაა, რომ იმ აზრზე არ იყოს, რასაც ჩვენ ვაჟღერებთ, რომ დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს. ვისი პრეზიდენტი უნდა იყოს? ხომ სპორტსმენების პეზიდენტი უნდა იყოს და სპორტსმენებს აღარ უნდათ. მანახეთ სპორტსმენი, რომელიც გამოვა და იტყვის, რომ დავით ქევხიშვილს მადლობა და ფედერაციის კარგი პრეზიდენტიაო.

უახლოესი ტურნირი 26 მაისს არის და მე პირადად ჩემს აზრზე ვრჩები. გათავისებული მაქვს, ამის გამო თავის დანებებაც რომ მომიწიოს, იმის მაინც აღარ შემრცხვება, რომ რაღაც არასწორს ვხედავდი და ამას ვითმენდი. ჩვენ მონები არ ვართ, ჩვენ მებრძოლი ხალხი ვართ და არ შევეგუებით უსამართლობას. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით ერთად.“- განაცხადა ჭრიკიშვილმა.

შეგახსნებთ, საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრთა უმრავლესობა, ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს, მათი თქმით, ქართულ ძიუდოში შექმნილი სავალალო ვითარება სწორედ დავით ქევხიშვილის არასათანადო მუშაობის შედეგია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42