მიხეილ გიორგაძე დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კონფლიქტის ესკალაციისგან და პირობას დებს, რომ მიუკერძოებელი იქნება
„შევთანხმდით, რომ ერთობლივი კომისია ჩამოყალიბდა. კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს მხრიდან ვიქნები მე და ჩემი მოადგილეები, აგრეთვე მიხეილ ყაველაშვილი, შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები. იმ კომპეტენციიდან და პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც ამ ინსტიტუციებს აქვთ, გადაწყვეტილება იქნება მიღებული. უახლოეს დღეებში მოხდება ამ საკითხების შესწავლა და შედეგებს, შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც კომისია მიიღებს, საზოგადოებას მივაწვდით. გადაწყვეტილებები მალე იქნება ცნობილი. სიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე, ამ პროცესს არ გავაჭიანურებთ. მინდა ვთხოვოთ ყველას, რომ შევინარჩუნოთ თავი სამართლებრივ ჩარჩოებში, რომ არ მოხდეს სიტუაციის ხელოვნური ესკალაცია. ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ყველას, რომ ვიქნებით მიუკერძოებლები. “ - განაცხადა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






