"სესილის დედამ მთელი ოჯახი ომში დაკარგა... თვითონ ორი ბიჭი ჰყავდა, ორივე ავარიაში დაეღუპა..."- დაუჯერებელი ისტორია ქალზე, რომელიც საქართველოში დაბრუნდა
ხელოვნების სასახლის თანამშრომელი თამთა გრძელიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ ისტორიას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"კვირა დღე იყო, მუზეუმში ქალი მოვიდა შვილთან ერთად- ისრაელში ვცხოვრობთო, ერთ გადაცემაში გიორგი კალანდია ვნახეთ, სიმონ დადიანის ნამუშევრები ყოფილა თქვენთანო და ნახვა უნდოდათ...
მერე შვილი აბრეშუმის მუზეუმში წავიდა, დედა ჩვენთან დარჩა, მეგობართან ჰქონდა შეხვედრა დათქმული, თან შვილზე ღელავდა, ნეტა გზაში არ დაიკარგოს, პირველად არის საქართველოშიო..
აბამეთქი, ქართული ასე როგორ ისწავლა და ასე შევყევით ლაპარაკს და ისეთი ისტორია მოვისმინე ამ ქალისგან, სანამ მისი მეგობარი მოვიდა და შვილიც დაბრუნდა, რამდენი კინო დაიტევდა არ ვიცი.. აი, ამბავიც..
სესილი თბილისში დაიბადა, დედა- პოლონელი ებრაელი იყო, სულ პატარა გოგო, 16 წლისა ჩამოვიდა საქართველოში, საბჭოთა ჯარისკაცებს ჩამოჰყვა, მთელი ოჯახი ომში დაკარგა, პოლონეთის ოკუპაციის დროს, ფაშისტებმა ჯერ გეტოში შეასახლეს, მერე იმ მატარებელში არეკეს და იმ მხარეს წაიყვანეს, საიდანაც აღარ ბრუნდებოდნენ- კონცლაგერი, ოსვენციმი, ოჯახის არც ერთი წევრი ცოცხალი არ გადარჩა, სესილის დედა ქერა თმამ, ცისფერმა თვალებმა და სუფთა გერმანულმა გადაარჩინა.. მას არასოდეს, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ომის წლებზე და არავის არასდროს, არაფერი უკითხავს მისთვის.. ეს იყო ტაბუ. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ, დედის ოთახში შვილებმა იპოვეს დღიური 86 ადამიანის სახელით, ოჯახი და ნათესავების სია, ვინც შეეწირა იმ სიგიჟეს.. სია და ოჯახის ფოტო.. სია წაიღეს "იადვეშემში", იქ, წელიწადში ერთხელ კითხულობენ ყველა ადამიანის სახელს და გვარს, ვინც ჰოლოკოსტმა იმსხვერპლა, თითოეულის სახელზე ასხამენ სანთელს..
სწორედ დედის სურვილით წავიდნენ ისრაელში თურმე და სხვა ქვეყანაში აღარაც დაუდგამს ფეხი დედასო.. მამა ქართველი ებრაელი იყო, ეკონომისტი.. ჭავჭავაძეზე ცხოვრობდნენ, ბებიას სახლი კალაში იყო, კომუნისტებმა სულ კაპიკებში დაათმობინეს ქონება, წიგნების წაღება უნდოდათ და არ გაატანეს, საზღვარზე ჩამოართვეს, არ შეიძლებაო, ვოტ!
მერე დედამისის მსგავსად, 16 წლის დაბრუნდა თბილისში და როგორც უცხოელი ისე სწავლობდა ჯავახიშვილში.. აქ გათხოვდა, მამამისივით ქართველ ებრაელზე.. ორი შვილი ჰყავდათ, პატარა ბიჭები.. ერთხელ სესილის მეგობარმა, თავის ორ შვილთან ერთად, სესილის ბიჭები მანქანაში ჩაისვა და ზოოპარკში წაიყვანა. საშინელი ავარია მოხდა, ოთხივე ბავშვი დაიღუპა, თვითონ ის ქალი გადარჩა, ნაკაწრიც კი არ ჰქონიაო.. მას შემდეგ აღარ უნახავს სესილის, ამას რომ ამბობდა, თან ტიროდა, ჩვენც ვტიროდით, ყველა ვტიროდით, ვინც ვუსმენდით.. მე არაფერში ვადანაშაულებდიო, მაგრამ თვითონ აღარ მოსულა ჩემთან, ორმოცი დღეც არ გაგვაჩერეს კომუნისტებმა, შვილების გლოვა არ გვაცალეს, აქ ყოფნის ვადა გვეწურებოდა და როგორც ძაღლები, ისე გაგვრეკეს საქართველოდანო.. მერე ორი გოგო შეეძინა, ოცდაათი წლისას ქმარი სირიის ომში დაეღუპა, მის ცხოვრებაში ძალიან ბევრი ომი იყო, ძალიან ბევრი..
რა თქმა უნდა, თბილისი ეს ის ქალაქია, სადაც აუცილებლად დაბრუნდებოდა, 44 წლის მერე ისევ ჩამოვიდა, აქ, დამპალოს სასაფლაოზე ორი საფლავი აქვს.. მუზეუმშიც სასაფლაოდან მოვიდა, თან დაკაწრულ ხელებს მაჩვენებდა, ბევრი ვიტირეთ იქ მე და ვიკამ, მერე თავბრუ დამეხვა და წავიქეცი, კიდევ კარგი თავი არ გავიტეხე და ჩემს შვილს არ ჩავაშხამე ეს ბოლო დღეო.. თან ეცინებოდა, იქიდან რომ მოვდიოდით და ტაქსის მძღოლმა გაიგო ეს ამბავიო, მანქანა გააჩერა, აფთიაქში გაიქცა და ხელები შეუხვევია მისთვის.. გაგიჟებული ყვებოდა, ასეთ ადამიანებს სად შეხვდები, ტყუილია, მარტო საქართველოში არიანო, ისე მიყვარს საქართველო, ისე ძალიანო..
ძველ სახლშიც მიუყვანია შვილი, მეზობლებმა გამიხსენეს, იმათაც იტირეს - მეცო, დაბერებულან ისინიც და მეცო..
უყიდია ლადო ასათიანის, გალაკტიონის წიგნები, სულ ცრემლები მომდიოდა კითხვისასო, "დედა ენა" მიჰქონდა შვილიშვილებთან, იმათ თვითონ დაუბარებიათ, იმათაც უნდათ ქართულის სწავლაო..ხუთ ენაზე შემიძლია ლაპარაკი, მაგრამ ქართულად ვფიქრობ მაინცო. ეს ყველაფერი ისეთი ემოციური იყო.. ის დღე ძლივს გადავიტანე.
მერე ჩვენი დირექტორიც გამოჩნდა, ეგრევე გავაცანი ჩვენი სტუმარი, გიორგიმაც წიგნები აჩუქა და ისევ აუწყლიანდა თვალები ამ პატარა კუსკუსა ქალს.
ისეთი საყვარელი იყო, ასეთი ადამიანი არ მინახავს, არც ასეთი თვალები, ამ ქალს ყველაფერი ჰქონდა გადატანილი და თვალებით ანათებდა მაინც."
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა