ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, რაგბის სტადიონისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ორი მრავალსართულიანი კორპუსის აშენების ნებართვის შესაძლო გაცემა კორუფციულ ნიშნებს შეიცავს.
კერძონ, ოპოზიციონერის ინფორმაციით, განაცხადი მშენებლობაზე მერიაში "ქართული ოცნების" შემომწირველის ზაურ ცხადაძის შვილმა, სანდრო ცხადაძემ წარადგინა და საბოლოო ნებართვას ელოდება. რაგბის სტადიონის ნაცვლად 185 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა საკრებულომ 2015 წელს გასცა.
ხაბეიშვილი მერიას "ოცნების" შემომწირველითან გარიგებაში ადანაშაულებს.
"საქმე გვაქვს პოლიტიკური კორუფციის კლასიკურ მაგალითთან. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ 2015 წლის პირველი აპრილის დადგენილებით. რამდენად იყო კანონთან შესაბამიოსობაში საკრებულოს მიერ გამოცემული აქტი. ვითხოვთ გამოიძიონ ის ფაქტი, ხომ არ იყო მაღალი თანამდებობის პირების მიერ იფლება-მოსილება ბოროტად გამოყენებული "-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






