"გზებზე გამოსაცხადებელია საგანგებო მდგომარეობა! დღეს ორ ავტოკატასტროფაში კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა (ჩვენი ინფორმაციით 2 ბავშვი), არიან დაშავებულ-დასახიჩრებული მგზავრებიც. შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში დაიღუპა 11 და დაშავდა 30-ზე მეტი მოქალაქე. მეგობრები, ნათესავები, მშობლები, ძმები, დები, ბავშვები, ტურისტები, საქართველოს გზებზე ტოვებენ სიცოცხლეს. პრაქტიკულად ამოვწყდით! სისხლით არის შეღებილი საქართველოს გზები!ჩვეულებრივ ვიმყოფებით საომარ მდგომარეობაში. საქართველოს მთავრობავ, რა გახდა, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ექსპერტების, მსოფლიო ბანკის, გაეროს, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება?! რატომ არ მოქმედებთ?! არასდროს აღარ თქვათ "მოხდა უბედური შემთხვევა", ამას ქვია მკვლელობათა სერია! ყოველგვარი გადამეტების გარეშე: ვნადგურდებით!!!" - წერს მესხიშვილი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






