დიმიტრი ლორთქიფანიძე ნარკორეალიზატორების სიკვდილით დასჯას ითხოვს
პოლიტიკა - 12:44, 09 May, 2018     2458
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ნარკორეალიზატორების სიკვდილით დასჯას ითხოვს. მისი თქმით, ისხლის სამართლის კოდექსით დღეს მოქმედი სანქციები არ არის საკმარისი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებისა თუ წარმოების აღსაკვეთად. ამის შესახებ ლორთქიფანიძე სოციალურ ქსლში წერს.

„მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, 1997 წლიდან სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა საქართველოში გაუქმებულ იქნა და დღეის მდგომარეობით, სანქციით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი შეიძლება დაინიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით, რომლის გადახედვაც, თავის მხრივ, კანონით დადგენილ ვადაში არის შესაძლებელი. პრაქტიკაში კარგად გამოჩნდა, რომ ისეთი სპეციფიკური დანაშაულისთვის , როგორიც არის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღება ან საზღვრებს გარედან შემოტანა(კონტრაბანდა),ასევე წარმოება, რაც თავის მხრივ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასი დივერსიული აქტია სახელმწიფოს წინააღმდეგ, სისხლის სამართლის კოდექსით დღეს მოქმედი სანქციის ფორმა და ზომა ვერ უზრუნველყოფს საჯარო-სახელმწიფოებრივ ინტერესს და მოცემული დანაშაულის კრეფსით გათვალისწინებული სტატისტიკა ამის პირდაპირი მტკიცებულებაა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში უცვლელად გვეუწყება , რომ საქართველო საერთაშორის ნარკოტრასის მნიშვნელოვანი შემადგენელი მონაკვეთია ავღანეთ-პაკისტანიდან ევროპისაკენ მიმავალ გზაზე. ხოლო, რაც შეეხება ბოლო დროს საქართველოში დატრიალებული დიდი ტრაგედიის მიზეზებს, რა დროსაც არა ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა ნარკოტიკების მოხმარებას ანაკლიის "კაზანტიპში" თუ თბილისის ღამის კლუბებში, აღნიშნულის მიზეზები სხვა გარემოებებთან ერთად შეგვიძლია ვეძიოთ ბოლო 10 წლის მანძილზე, საქართველოს პრეზიდენტების მიერ განხორციელებული შეწყალების ერთპიროვნული აქტების ანალიზის შედეგებიდან გამომდინარეც : ასე მაგალითად, სააკაშვილის მიერ 2011 წლის აგვისტოში შეწყალებულნი იქნენ თურქეთის მოქალაქე ნარკო დანაშაულისთვის უვადო თვისუფლებააღკვეთილი პირები, რომლებსაც თავის დროზე სარეალიზაციოდ გამზადებული რამდენიმე კილოგრამი ჰეროინი ამოუღეს, ასევე მარგველაშვილის მიერ, მისი უფლებამოსილების ვადაში განხორციელებული შეწყალების აქტი, ათეულობით ნარკორეალიზატორის სასარგებლოდ იქნა გამოყენებული, ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს და ვერც ექნება!

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნარკოდანაშაულის ზრდის სწრაფი ტემპისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების დახვეწილი ტექნოლოგიების არსებული სურათის გათვალისწინებით, რასაც ეწირება ადამიანთა სიცოცხლე და დეგრადირების საფრთხე ემუქრება მომავალ თაობებს, ხომ არ გვეფიქრა საგანგებო ზომების გატარებაზე იმ ორგანიზებული დანაშაულის წევრ პირთა მიმართ , რომლებიც ეწევიან ნარკოტიკების კონტრაბანდას, დამზადება -წარმოებას და გასაღებას!!! სიკვდილით მოვაჭრეს - სიკვდილი!!!- წერს ლორთქიფანიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42