ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების დროებით დაკეტვა, ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეების გადაადგილებას უზღუდავს.
" ეს გადაწყვეტილება დაემთხვა საქართველოში გამარჯვების დღის აღნიშვნას და აფერხებს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. გარდა ამისა, შეერთებული შტატები მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ" - წერია განცხადებაში
ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო დღესასწაულების გამო, 7 მაისის 20:00 საათიდან 10 მაისის 08:00 საათამდე დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. სასაზღვრო პუნქტები არ იფუნქციონირებს.
მასალის გამოყენების პირობები






