საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს გასულ კვირას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მისი ანგარიშის წარდგენაზე და მომხდარ ინციდენტზე. გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ გადაცემაში „პირისპირ“ ისაუბრა:
„მე დავიწყე საუბარი, პარლამენტის თავმჯდომარემ შემაწყვეტინა, შემდეგ კენჭისყრა გამოაცხადა და მიუხედავად ამისა მე ვიჯექი ჩემს ოჯახში და ველოდებოდი პატივცემულ პარლამენტს სიტყვის უფლებას ყოველწლიური ანგარიშის დროს, აქ საქმე არის, რომ კონსტიტუციის გარანტის მიმართ, დაირღვა სიტყვის და გამოხატვის უფლება. იმხელა რაღაცა მოხდა, რომელიც მე კი არ მეხება, მოხდა საზოგადოებისთვის ამ ფორმატის შეზღუდვას, როდესაც ყურით მოტანილი რეგლამენტის ინტერპრეტაციით პრეზიდენტს სიტყვის თავისუფლების უფლებას არ მისცემენ, ეს პრეზიდენტთან არ რჩება. ეს არის პრეცენდენტული. მიუხედავად ამ შეურაცხყოფისა, ვიჯექი და ველოდებოდი რომ მომცემდნენ სიტყვისა და გამოხატვის უფლებას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






