საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ ისაუბრა იმ მიზეზებზე თუ რატომ გახდა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი:
„გავხდი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი და ეს მოლოდინი იყო დატვირთული იმედებით, ეს იყო აღტაცება იმით რაც გავაკეთეთ 2012 წელს, მე არ წარმომედგინა, რომ ჩვენ შევცვლიდით „ნაციონალურ მოძრაობას“, არ წარმომედგინა, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფს შევცვლიდით ისე, რომ ეს იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის. ის, რასაც ვაკეთებდით, რაც დაიწყო დათო სერგეენკომ, როდესაც უცებ ბიუჯეტი გადაერთო ჯანდაცვის სფეროზე, პენიტენციურ სისტემაში ჩაგვრა შეიცვალა, დათო კირვალიძემ რაც გააკეთა და რაც მე გავაკეთე, როდესაც პირველი სექტემბერი აღარ იყო ოჯახებისთვის ეკონომიკური კატასტროფა, როდესაც წიგნები მიეცათ უფასოდ, როცა გავაკეთე უფასო ფაკულტეტები, როდესაც მასწავლებლებს მოვუმატე ხელფასები, ეს ემოცია, მეგონა რომ გაგრძელდებოდა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






