გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტარებთან საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე უშიშროების საბჭოს გაუქმების საკითხი განიხილა
პოლიტიკა - 17:51, 08 May, 2018     1216
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი შემაშფოთებელი ვითარება და მცოცავი ანექსიის შემთხვევები განიხილა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას.

საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და იმ შესაძლო მექანიზმებს, რომელიც გააძლიერებს ზეწოლას რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმზე.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, განსახილველ საკითხთა შორის ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების შედეგად ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში შექმნილი ვაკუუმი და ის ნაბიჯები იყო, რომელიც უნდა გადაიდგას. პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს საკუთარი მოსაზრებები გააცნო უშიშროების საბჭოს გაუქმებასა და აღნიშნული ვაკუუმის შესავსებად არსებულ რესურსებთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებით, ევროპარლამენტი და მისი დეპუტატები იცნობენ საქართველოში მიმდინარე ანექსიის ფაქტებს და გადაუწყვეტელ კონფლიქტებს.

"პარლამენტი აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გაიხსენებს იმ ამბებს, რომლებიც დღემდე ნათლად ასახავენ იმას, თუ რას შეიძლება ველოდოთ რუსეთისგან", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მაიკლ გალერის განცხადებით, ევროპარლამენტი მიესალმება უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიმართ ამერიკელი მეგობრებისა და ნატოს მიერ გამოხატულ მხარდაჭერას.

"ჩვენც ორმხრივი თანამშრომლობის, საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით, მუდმივად თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე მოვლენებს", - აღნიშნა მაიკლ გალერიმ. მისი განცხადებით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად თბილისს მაღალი რანგის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა ევროკავშირიდან.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42