როგორც ზოდელავამ "ნიუპოსტს" განუცხადა, მინისტრმა გახარიამ პასუხიმგებლობა უნდა იგრძნოს და დაკავებული თანამდებობა დატოვოს.
"ძალიან მძიმე შედეგებია, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ათი ადამიანია გარდაცვლილი, რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში არიან მოთავსებულნი. შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით აუცილებლად უნდა დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. თუკი შსს თვლის, რომ მკაცრი ადმინისტრირება არ უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი პოლიტიკის ნარკოდანაშაულთან მიმართებით, მაშინ როგორც მინიმუმ ის უნდა უზრუნველყოს, რომ ასეთი შედეგები არ დგებოდეს. ის ვითარება, რაც დღეს საქართველოში დგას, ძალიან საგანგაშოა"- აცხადებს ენმ-ს წევრი.
მურთაზ ზოდელავას თქმით, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, ხომ არ დგას ნარკოტიკების რეალიზაციის უკან თავად ხელისუფლება?
"იმდენად აღვირახსნილი ხასიათი მიიღო ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობამ, რომ, რა თქმა უნდა, ადამიანებს უჩნდებათ ლეგიტიმური ეჭვი, ხომ არ მონაწილეობენ ამ პროცესში ხელისუფლების წარმომადგენლები უშუალოდ ან როგორც მინიმუმ თვალს ხუჭავენ აღნიშნულ პრობლემაზე? ყველა ის ადამიანი, ვინც ქვეყანაში განსაზღვრავს სისხლის სამართლის პოლიტიკას, პასუხისმგებელია 10 ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებაზე. ყველა შეკითხვას უნდა გაეცეს პასუხი"- აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.
მასალის გამოყენების პირობები






