ახალგაზრდული და კლუბური ცხოვრების დემონიზაციის მცდელობა დაუშვებელია - დიმიტრი ცქიტიშვილი
პოლიტიკა - 16:55, 08 May, 2018     1501
საპარლამენტო უმრავლესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით საზოგადოების ერთ ნაწილში ახალგაზრდული და კლუბური ცხოვრების დემონიზაციის მცდელობაა, რაც დაუშვებელია, რადგან ახალგაზრდები და კლუბები ეს ის სოციალური გარემოა, სადაც ჩვენი საზოგადოების გათანამედროვება, გაევროპულება ხდება. აღნიშნულ თემაზე დიმიტრი ცქიტიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ისაუბრა.

„საზოგადოების ერთ ნაწილში ახალგაზრდული და კლუბური ცხოვრების დემონიზაციის მცდელობაა, რაც დაუშვებელია, რადგან ახალგაზრდები და კლუბები ეს ის სოციალური გარემოა, სადაც ჩვენი საზოგადოების გათანამედროვება, გაევროპულება ხდება და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, გარკვეული შემთხვევები კლუბებში, ახალგაზრდულ წრეებში ხდებოდეს, არ უნდა დავუშვათ ის, რომ კლუბები ამის სათავედ განვიხილოთ.

ეს საკითხები ცალსახად უნდა გავმიჯნოთ და მათ ძალიან ჯანსაღად, ობიექტურად უნდა შევხედოთ. კლუბის მეპატრონეები ძალიან ცდილობენ, ქვეყნის გათანამედროვებას და პროგრესს ხელი შეუწყონ და მათი ასეთ საკითხებში დადანაშაულება არანაირად არ შეიძლება ისევე, როგორც არ შეიძლება სახელმწიფოს დადანაშაულება რამდენიმე დღის წინ მომხდარ კონკრეტულ ფაქტში, რადგან ეს არის გარემოებები, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში ყოველთვის მოხდება, რადგან სამწუხაროდ, ნარკოტიკის მომხმარებელი რისკის ზონაში თავად შედის და ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფო უძლური იქნება.

ხშირ შემთხვევაში შესაძლოა, სახელმწიფო უძლური აღმოჩნდეს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ პრევენცია, რომ რაც შეიძლება, ნაკლები ნარკოდამოკიდებული იყოს და გვქონდეს მექანიზმი, ასეთ შემთხვევაში ნარკოდამოკიდებული როგორ გამოვიყვანოთ იმ მდგომარეობიდან, რაშიც შესაძლოა, ის აღმოჩნდეს.“- განაცხადა ცქიტიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს.

„ერთი მხრივ, ნარკორეალიზატორების მიმართ ზომები ძალიან უნდა გავამკაცროთ და მეორე მხრივ, სახელმწიფოს პოლიტიკა მომხმარებლებზე ზრუნვისკენ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ უნდა იყოს მიმართული“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის შეცვლა მხოლოდ ნარკორეალიზატორებთან ბრძოლას არ გულისხმობს და ეს კომპლექსურ ღონისძიებათა გეგმაა, როდესაც ყველა სტრუქტურის მუშაობა სინქრონული იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42