„მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა გრძელვადიანმა პარტნიორმა IFC-მ მეწარმე ქალებისთვის დაფინანსების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საუკეთესო საფინანსო ინსტიტუტად დაგვასახელა. საქართველოს ბანკი ორიენტირებულია გაზარდოს ხელმისაწვდომობა ფინანსებზე დამწყები, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებსაც სათავეში ქალები უდგანან. საქართველოს ბანკი მათ ფინანსურ მხარდაჭერას უწევს და ბიზნესის მართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენაში ეხმარება. საქართველოს ბანკი გეგმავს, კვლავ დარჩეს მოწინავე პოზიციებზე და ხელი შეუწყოს, ქართულ ბიზნესში ქალების როლის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
იან ვან ბილსენმა, IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში განაცხადა: „საქართველოს ბანკი IFC-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ბანკი გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალ ბაზრებზე ვაჭრობის განვითარების, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობაში. ვულოცავთ საქართველოს ბანკის გუნდს ამ დამსახურებულ ჯილდოს.“
მასალის გამოყენების პირობები






