"ღვიძლში აქვს ნასროლი...შეიძლება გვერდზე მჯდომს გაუვარდა, რომელსაც მალავენ"- გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს
შემთხვევა - 12:26, 08 May, 2018     5337
საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ დიცში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე, გარდაცვლილი სპეცრაზმელის, 43 წლის ნუგზარ ბარიშვილის ოჯახის წევრებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ.

ბარიშვილის ახლობლები აღნიშნავენ, რომ სამართალდამცავი მოკლულია. ოჯახი მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

არსებული ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომელს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.

გარდაცვლილის დედა აღნიშნავს, რომ შვილის გარდაცვალების შესხებ უწყებიდან მისთვის არავის უცნობებია.

მარინე ნიკორაშვილი, აღნიშნულ ბაზაზე მზარეულად მუშაობს.

„სამსახურში რომ მოვედი ვიკითხე სად არის ნუგო?! ამათმა მითხრეს, რომ ბაზაზეა. მას შემდეგ რაც ტელეფონზე არ მიპასუხა, ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან ჩავედი და მისგან ვცდილობდი გამეგო სად იყო ჩემი შვილი, მითხრა, რომ ნუგო დაჭრილი იყო“- აცხადებს გარდაცვლილის დედა.

ნუგზარ ბარიშვილის ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ პოლიციელს მტერი არ ჰყოლია და არც ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

„ცხინვალიდან დევნილია, გორში ბინა მიიღო, სოფელშიც ბინა აქვს. არავისთვის მტერი არ იყო. შანსი არ არის, თავს არ მოიკლავდა. შეიძლება ვიღაცა გვერდზე მჯდომს... რომელსაც მალავენ გაუვარდა და ამას მოხვდა. ღვიძლში აქვს ნასროლი“- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

ნუგზარ ბარიშვილის მეუღლე მერი ხმიადაშვილი ბაზაზე მომხდარი ფაქტის დროულ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს.

„ოჯახს არც კი შეგვატყობინეს, რომ დაჭრილია და საავადმყოფოში მიგვყავსო. თავის სოფელში იყო პოსტზე, როგორ მოიკლავდა თავს?! 35 წუთში ისედაც უნდა შეცვლილიყო, არ მოიკლავდა თავს“- ამბობს ბარიშვილის ცოლი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42