ამასთან, მინისტრის განცხადებით, საუბარი შეეხება ახალ სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც პარლამენტის სესიაზე დამტკიცდა.
„სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, უკვე აქვს ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ევროპარლამენტი მუშაობს, რომ მალე იქნას მიღებული სპეციალური რეზოლუცია საქართველოზე, კონფლიქტზე, არსებულ სიტუაციაზე, იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ევროკავშირი გვიცხადებს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საკითხებში. ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა. ევროპარლამენტარები თავად აპირებენ, მოინახულონ ასევე ზუგდიდის მიმართულებით ხელოვნური გამყოფი ხაზი. ასეთი ინფორმირებით იქნება შესაძლებელი, რომ რეზოლუციაში ობიექტურად აისახოს არსებული მდგომარეობა... როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შექმნილ ვითარებაზე და მთელს ამ სიმძიმეზე, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ეს სიმძიმე გამოვლინდა ყველაზე ტრაგიკულად სწორედ მაშინ, როდესაც მოხდა ტატუნაშვილის დაკავება უკანონოდ, მისი სიცოცხლის ხელყოფა, 26 დღის განმავლობაში ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურება. ეს არის ზუსტად ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს და რაც აჩვენებს, რომ ვითარება არ არის გაყინული, არ არის სტატიკური. ეს ქმნის ყოველდღიურ გამოწვევებს ადამიანებისთვის. მათი სიცოცხლისთვის, უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ციხელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






