პაშა ბანკი Caspian Energy Forum Tbilisi – 2018-ის სპონსორია
პოლიტიკა - 18:17, 07 May, 2018     906

პაშა ბანკი Caspian Energy Forum Tbilisi – 2018-ის სპონსორია. ღონისძიება 2018 წლის 8 მაისს სასტუმრო რედისონში გაიმართება.

პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ არდა არკუნმა ხაზი გაუსვა Caspian Energy Forum-ის მნიშვნელობას, როგორც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისთვის კომფორტულ საკომუნიკაციო პლატფორმას.

„Caspian Energy Forum-ის ჩატარება თბილისში ხელს შეუწყობს აზერბაიჯან-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას, ბიზნეს და სამთავრობო სექტორებს შორის დიალოგს, ახალი კონტაქტების დამყარებას და ინოვაციური პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ აღნიშნული ფორუმი უკვე მეორეჯერ ტარდება საქართველოში და პაშა ბანკს მიეცა საშუალება, ამჯერადაც იყოს მისი მხარდამჭერი- აღნიშნა არდა არკუნმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.

ტელმან ალიევმა, ფორუმის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და აღმასრულებელმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა პაშა ბანკს პარტნიორობისთვის. „მოხარული ვართ, რომ პაშა ბანკი უკვე მეორედ არის Caspian Energy Forum-ის სპონსორი, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას.“

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

Caspian Energy Forum Tbilisi – ის გახსნას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სამთავრობო კაბინეტის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლები.

Caspian Energy Forum წელიწადში რამდენჯერმე ტარდება კასპია-შავი ზღვის და ბალტიის ქვეყნებში და წარმოადგენს კომფორტულ სივრცეს დიალოგისთვის ბიზნეს და სამთავრობო სექტორებს შორის. მას ასევე ესწრებიან რეგიონში ბიზნესის და ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებული ინვესტორები, ექსპერტები და ანალიტიკოსები. ფორუმს 500 დელეგატამდე დაესწრება, მათ შორის საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო და ბიზნეს სექტორებიდან, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები.

ფორუმის სპიკერების და განრიგის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე: www.caspianenergyforum.com.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42