"აშკარაა, რომ ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსანი მფარველობს ნარკობიზნესს“ - ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 15:57, 07 May, 2018     2928
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და ნარკოტიკების საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.

„ბოლო დღეების განმავლობაში სისტემატიურად გვესმის, რომ რამდენიმე ადამიანი მოიწამლა, რამდენიმე ახალგაზრდა გარდაიცვალა, რამდენიმე ახალგაზრდის ჯანმრთელობა კრიტიკულ მდგომარეობაშია. მიუხედავად, ქვეყანაში არსებული ასეთი ტრაგიკული ვითარებისა, ჩვენ ვერ დავინახეთ ხელისუფლების და შს სამინისტროს მიერ გადადგმული ვერცერთი ნაბიჯი“. - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მან მაგალითად მოიყვანა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება, რომელმაც უმკაცრესი ზომები გაატარა ერთერთი კლუბის მიმართ, სდაც ნარკოტიკული საშუალებით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, სანამ გამოძიება სრულყოფილად არ ჩატარდა, კლუბი ერთი წლის მანძილზე დაიხურა.

„დიდ ბრიტანეთში რამდენიმე წლის წინ, ერთერთ კლუბში ანალოგიური შემთხვევა მოხდა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ისეთი ამბავი იყო დიდ ბრიტანეთში და ისეთი გამოძიება ჩატარდა, რომ ერთი წლის მანძილზე კლუბი დაიხურა. დიდმა ბრიტანეთმა უმკაცრესი ზომები გაატარა, იმისთვის რომ არცერთ კლუბში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილიყო. ჩვენთან კი ახალგაზრდები კვდებიან და მეორე დღეს ეს კლუბები ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას. ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს როგორ უფრთხილდება ჩვენი ხელისუფლება მომავალ თაობას“.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, დარწმუნებულია, რომ ნარკობიზნესს ხელისუფლებაში მფარველი ჰყავს და აცხადებს, რომ ის უმაღლესი ჩინოვნიკი უნდა იყოს. ამაზე პასუხისმგებლობას შს მინისტრს გიორგი გახარიას აკისრებს.

„როგორ შეიძლება ქვეყანაში ახალგაზრდები ყოველდღე იხოცებოდნენ და მთელი კვირის განმავლობაში არ იყოს გამოძიების თუნდაც წინასწარი შედეგი ცნობილი. ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება არ არსებობს და ასევე პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ამ კრიმინალური დაჯგუფების უკან, ვისაც ახალი ნარკოტიკული საშუალება შემოაქვს, მფარველობს ვიღაც და ეს ვიღაც უმაღლესი თანამდებობის პირია. არ შეიძლება ნარკოტიკები ასეთი სისწარფით, ასეთი რაოდენობით ასე თავისუფლად ვრცელდებოდეს ქვეყანაში, არ იყოს დაჭერილი და დასჯილი არცერთი ადამიანი, თუ მის უკან არ დგას მაღალჩინოსანი, რომელიც მფარველობს და ხელს უწყობს ნარკობიზნესს.

კატეგორიულად მოვითხოვთ,სასწრაფოდ გამოძიებულ იქნას ნარკოტიკებთან დაკავშირებული ყველა საქმე. ასევე კატეგორიულად მოვითხოვთ, დადგეს შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი თუ კი ნარკოტიკებთან დაკავშირებული ყველა საქმე უსწრაფესად არ იქნება გამოძიებული.

აშკარაა, ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსანი, მფარველობს ნარკობიზნესს. მე ამის შესახებ, ბუნებრივია ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ შს მინისტრს ამის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს“. -აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა დაღუპულთა ახალგაზრდების ოჯახის წევრებს და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42