მიხეილ ჩხენკელის განცხადებებს „ნიუპოსტთან“ საუბრისას "მარაზმატიკულს და ქვეყნისთვის დამაზიანებელს" უწოდებს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი.
„პირველად მოვისმინეთ განათლების მინისტრის ხმა, როგორც იქნა რაღაც თქვა, მაგრამ სჯობდა არ ეთქვა. ჩვენ მოვისმინეთ ბევრი წყალი მის გამოსვლაში, მაგრამ იყო სამი პასაჟი, რომელზეც მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო. პირველი პასაჟი იყო სასაცილო, მეორე პასაჟი იყო მარაზმატიკული და მესამე მავნებლური და მართლაც ძალიან დამაზიანებელი.
დავიწყოთ სასაცილო პასაჟისგან - მინისტრმა მადლობები მოუხადა პრემიერ-მინისტრს, იმისათვის, რომ ურჩია, რომ სკოლებში მუსულიყო და ბავშვებთან პედაგოგებთან გასაუბრებები მოეწყო. მართლაც სასაცილოა, მე მინისტრი ვიყავი და მეგონა და ვთვლიდი, რომ ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო და ამისთვის პრემიერ-მინისტრის მითითება საჭირო არ არის. როდესაც განათლების მინისტრი მადლობებს უხდიდა პრემიერ-მინისტრს, თურმე რა მაგარი რჩევა მიუცია, მეგონა სამი წლის განმავლობაში, როცა განათლების მინისტრი ვიყავი, ეს ჩემი მოვალეობა იყო.
მარაზმატიკური იყო იდეა, რომელიც მან გააჟღერა იმის თაობაზე, რომ თურმე პროფსასწავლებლები უნდა გადავიყვანოთ და ახალიც გავხსნათ, უმაღლესი სასწავლებლების ეგიდის ქვეშ. თურმე ბავშვები იმიტომ არ მიდიან პროფსასწავლებლებში, რომ სახელი არ მოსწონთ და თუ დაერქმევა თსუ-ს პროფსასწავლებელი, იქ ტევა არ იქნება იმდენი ბავშვი წავა. ეს იმდენად მარაზმატიკულია, იმდენად უაზროა, რომ ამის კრიტიკაც კი შეუძლებელია. ვინმეს როდესმე გაგიგითა მაგალითად პრინსტონის პროფესიული სასწავლებელი, კემბრიჯის პროფსასწავლებელი? უმაღლეს სასწავლებელს თავისი დატვირთვა აქვს, ამ სასწავლებელს თავისი დატვირთვა აქვს, შენ თუ პროფსასწავლებელს დაარქმევ თსუ-ს პროფსასწავლებელს, ამით არაფერი შეიცვლება, პრობლემა არის სიღრმისეული, პრობლემა არის ის, რომ ის პროგრამები, რომლებსაც ახლა პროფსასწავლებლებს სთავაზობენ, ძალიან ბევრი არ შეესაბამება მოთხოვნებს, ანუ ეს იყო მარაზმატიკული პასაჟი.
ახლა რაც შეეხება მავნებლურ და ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელ პასაჟს - მან თქვა, რომ უნდა აღვადგინოთ ბაზისური დაფინანსება სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის. ბევრს არ ესმის ეს რა არის, მინდა შეგახსენოთ, რომ ბაზისური დაფინანსება უმაღლესი სასწავლებლების, ჩვენ გვქონდა კომუნისტების და შევარდნაძის დროს, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო რაღაც მოჭრილ თანხმას მისცემს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს მიუხედავად იმისა თუ რას აკეთებს ესა თუ ის უნივერსიტეტი, პენსიასავით დაუნიშნავს ბევრ მილიონს.
ახლა ამ წუთისთვის დაფინანსება არის გრანტზე დამოკიდებული, არის კონკურენცია, უნივერსიტეტბი ცდილობენ სტუდენტებს შესთავაზონ უკეთესი პირობები და ამ კონკურენციის გზით მოიზიდონ სტუდენტები. მოგეხსენებათ, რომ ყველაზე კარგი და ძლიერი არის კერძო უნივერსიტეტები. მაგალითად კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტები, კახა შენგელიას კავკასიის უნივერსიტეტი და სხვა, ისინი ბუნებრივია უკეთეს განათლებას სთავაზობენ, ვიდრე სახელმწიფო უნივერსიტეტები, ამიტომ იზიდავენ საუკეთესო სტუდენტებს. მიუხედავად ამისა, ამ წუთისთვის თსუ-ს ბიუჯეტი აღემატება 100 მილიონ ლარს, მაგრამ 100 მილიონისთვის უწევს ბრძოლა და ამ ფულისთვის უწევს კონკურენციაში ჩართვა.
იმ მომენტიდან, როცა სახელმწიფო დაიწყებს პირდაპირ დაფინანსებას სახელმწიფო უნივერისტეტების, მოხდება კორუფციის აღდგენა, კონკურენციის მოსპობა, დაიწყებენ ფულის გაფლანგვას და სახელმწიფო მიიღებს მრავალ ათეულ მილიონიან საფინანსო დარტყმას, რომელიც დააკლდებათა პენსიონერებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს და ეს ფული იქნება დალექილი კონკრეტული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელმძღვანელების ჯიბეებში. კონკურენციასაც მოსპობენ, რადგან კერძო უნივერსიტეტი არათანაბარ პირობებში იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტებთან და მას გაუჭირდება კონკურენცია, ან ფასის გაზრდა მოუწევს, რაც დამღუპველი იქნება ან კონკურენციაში დაიწყებს წაგებას, ამას სთავაზობს ახალი განათლების მინისტრი.
ვისაც თვალები აქვს ის დაინახავს და ვისაც ყურები აქვს ის მოისმენს. მე, როგორც განათლების მინისტრს ეს ხალხი მაგინებდა სამი წლის განმავლობაში, როდესაც შევქმენი მანდატურების სისტემა, მოვიდა მარგველაშვილი და დაანგრია მანდატურების სისტემა, ამის შემდეგ სანიკიძემ და ჯეჯელავამ თავისი წვლილი შეიტანეს, ახლა ამ წუთისთვის, 2018 წელს გამოდის განათლების მინისტრი და საუბრობს იმაზე, რომ უნდა გაძლიერდეს მანდატურების სისტემა და თურმე ბულინგი და ძალადობა არის სკოლებში, არის, იმიტომ რომ ამ ხალხმა დაანგრია გამართული სისტემა, ახლა მას შემდეგ, რაც ორი ბავშვის სისცოცხლე ძალადობას ემსხვერპლა, დაინახეს, რომ მთავარი ნამოქმედარი არის ძალადობის დაბრუნება სკოლებში“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






