თბილისის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
პოლიტიკა - 14:05, 07 May, 2018     1268

თბილისის მერი კახა კალაძე გრიგოლ ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, სარესტავრაციო სამუშაოები 18 მისამართზეა დაგეგმილი.

ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო არეალში სარდაფების გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოები, შენობების დაზიანებული ნაწილების დაშლა-გადაწყობის პროცესი და დაზიანებული შენობების კონსტრუქციული გამაგრება მიმდინარეობს. ასევე, ხდება ნაძერწი დეტალებისა და ხის ნაკეთობების აღდგენა-რესტავრაცია.

თბილისის მერის განცხადებით, ტერიტორიაზე საკმაოდ მოცულობითი სამუშაოებია ჩატარებული.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ძველი თბილისი არის სიმდიდრე, რომელიც ქალაქს გააჩნია და შესაბამისად, მოწესრიგება, მოვლა-პატრონობა სჭირდება. სამწუხაროდ, ქალაქში უამრავი ავარიული შენობა გვაქვს. ვეცდებით, რომ ეტაპობრივად, ყველა უბანში შევიდეთ და ის სიმდიდრე გავალამაზოთ, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობაა დაგეგმილი. აღნიშნული მიმართულებით, მუშაობა უკვე დაწყებულია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასევე, დაგეგმილია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლის დროსაც, მოწესრიგდება და განახლდება ე.წ. ყვავილების ბაზარი და სარეკრეაციო სივრცეები. შედეგად, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, თბილისს კიდევ ერთი საფეხმავლო ზონა შეემატება, რომელიც ფხოვისა და ათონელის ქუჩების ნაწილს მოიცავს.

გასული წლის განმავლობაში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების (წყლის, წყალარინების, ბუნებრივი აირის და ა.შ.) სრული განახლება და იმ ქსელების მოწყობა (სადრენაჟე, სანიაღვრე) განხორციელდა, რომელიც აღნიშნულ ზონაში მანამდე არ ფუნქციონირებდა.

ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით, 60 მილიონი ლარია. სამუშაოების ძირითადი ნაწილის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

თბილისის მერთან ერთად, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სამუშაოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილი და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42