„დიახაც, თუ გვსურს ოლიგარქიული მმართველობის რეალურად დასრულება, თუ გვსურს რადარებიდან გამქრალი საქართველოს დაბრუნება დასავლურ ორბიტაზე, არსებობს ერთადერთი გზა - პოლიტიკური სპექტრის, საზოგადოებრივი ჯგუფების და ცალკეული ინდივიდების სრული ერთობა, სხვა შემთხვევაში ნებისმიერი ბრტყელ-ბრტყელი ლაქლაქი ივანიშვილის დამარცხებაზე ფარსი და საპრიზო ადგილისთვის ბრძოლაა! მხოლოდ ძალების თავმოყრით გავიმარჯვებთ არჩევნებში და შევძლებთ ამომრჩევლის ნების დაცვას!“ - წერს ბაჩუკი ქარდავა ფეისბუქის გვერდზე.
,,ნიუპოსტის” კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები ღია პლატფორმის ფარგლებში, ამა თუ იმ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ბაჩუკი ქარდავა ამბობს: „პრიორიტეტად მივიჩნევთ და უკვე დაწყებულია აქტიური მუშაობა საზოგადოებრივი აზრის ლიდერებთან, ახალგაზრდულ ჯგუფებთან, ცალკეულ პერსონებთან, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობის დასრულება და ეროვნული, დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული სახელმწიფოს ფორმირება“ - აცხადებს ედპ-ის ლიდერი.
მასალის გამოყენების პირობები






