კორუფციული სქემა უფასო სასადილოებში - ,,მივმართავთ თბილისის მერს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა მაღალი თანამდებობის პირი“
პოლიტიკა - 12:32, 07 May, 2018     1085
გიორგი ვაშაძე კალაძე მიმართავს და ე.წ. სასადილოების კორუფციულ სქემაში მხილებული ყველა მაღალი თანამდებობის პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

„ახალი საქართველოს“ ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართა. პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ ე.წ. უფასო სასადილოების კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, მერიის შიდა აუდიტის მონიტორინგის შედეგები გაასაჯაროვეს. მათი თქმით, დასკვნაში დასტურდება ყველა ის კანონდარღვევა, რომელზეც პარტიის წარმომადგნლებმა ერთი წლის წინ საჯაროდ ისაუბრეს.

„ხელთ მაქვს დასკვნა, რომელიც მომზადებულია მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ. დასკვნაში სრულად დასტურდება უფასო სასადილოებში არსებული სისტემური კორუფციის ფაქტები, რომელზეც ჩვენ 1 წლის წინ ვსაუბრობდით. ეს არის უპრეცენდენტო, მასშტაბური და სისტემური კორუფციის ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურა მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა. ფაქტი იმდენად ცალსახა და ნათელია, რომ მათაც ვერ შეძლეს ამ კორუფციულ სქემაზე ხელის დაფარება.

ჩვენ დღეს მოვითხოვთ ქალაქ თბილისის მერისგან, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან გელა ჩივიაშივილი და სოციალური სამსახურის ყველა მაღალი თანამდებობის პირი.

პროკურატურას მივმართავ - დროა დაიწყოთ კორუფციის წინააღმდეგ ბროძოლა, რადგან ამაზე რეაგირების არ ქონდა, არის დანაშუალისთვის ხელის დაფარება. მოვითხოვთ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ადამიანები, რომლებიც ყველაზე გაჭირვებული ფენისთვის განკუთვნილ, მილიონობით ლარს ითვისებენ“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კონკრეტულ ფაქტებზე, რაც მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნაშია მოყვანილი, „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ ისაუბრა.

„დადასტურდა, რომ გამგეობის თანამშრომლები, არ ახორციელებენ სრულყოფილ მონიტორინგს, რაზეც ,,ახალი საქართველოს" სოციალურმა სამსახურმა თითქმის ერთი წლის წინ აცნობა მერს და პროკურატურას. ასევე, ის, რომ ბენეფიციართა 18% პურის გარდა, სხვა ულუფა საერთოდ არ მიაქვს შინ და აღნიშნული არსად აღირიცხება. დასკვნაში დადასტურებულია ის, რომ ბაზაში ფიქსირდებოდნენ ე.წ ,,მკვდარი სულებიც“ და რიგ შემთხვევებში ბენეფიციარების ნაცვლად ხელს აწერდნენ სხვები. დადასტურდა, ასევე ის, რომ კონტრაქტორი კომპანიები იმ რაოდენობის საჭმელს არ ამზადებდნენ, რაც სატენდერო პირობებით ევალებოდათ, თუმცა ანაზღაურებას იღებდნენ სრულად. დადასტურდა, რომ ძირითადი სიის ბენეფიციარების 11% და დამატებითი სიის ბენეფიციარების 13% არ დადის სასადილოში. ეს არ არის ყველაფერი, ჩვენ ამ დარღვევებზე, ერთი წლის წინ ვსაუბრობდით. კანონდარღვევების შესახებ ვაცნობეთ, თბილისის მერიას, მთავარ პროკურატურას და აუდიტის სამსახურს.“- განაცხადა თეონა ჭალიძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42