სესხის გაცემის შეზღუდვები სწრაფ და ონლაინ სესხებზეც გავრცელდება - მამუკა ბახტაძე
პოლიტიკა - 12:00, 07 May, 2018     2551
საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, კომერციული ბანკებისთვის დაწესებული რეგულაციები, რომლებიც სესხის გაცემაზე მოქალაქეებისთვის გარკვეულ შეზღუდვას ითვალისწინებს, სწრაფ და ონლაინსესხებზეც გავრცელდება, ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ფეისბუქლაივის დროს განაცხადა. მისი თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემის გამომწვევი სწორედ სწრაფი და ონლაინსესხების მიერ შექმნილი მომსახურებები იყო:

„მინდა შევეხო თემას, რომელიც ეხება სწრაფ და ონლაინსესხებს. საერთო თამაშის წესებზე როდესაც ვსაუბრობთ, ბუნებრივია, იგულისხმება მთელი ფინანსური სექტორი. ვინაიდან, პრობლემის მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ე.წ. ასიმეტრიული რეგულაცია ფინანსური სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელს შორის, ანუ საბანკო, არასაბანკო სექტორს, მიკროსაფინანსოებს თავის რეგულაცია ჰქონდათ, ონლაინსესხებზე სხვა რეგულაცია ვრცელდებოდა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არ იყო ერთიან რეგულაციაში მოხვედრილი და ეს იქცა პრობლემის ერთ-ერთ წყაროდ. აქედან გამომდინარე, თამაშის წესები შეეხება ყველას, მათ შორის, რა თქმა უნდა, სწრაფი და ონლაინსესხების წარმომადგენლებსაც. ვინაიდან, სწორედ ამ მიმართულების მიერ შექმნილმა ასეთი ტიპის მომსახურებებმა შექმნა ჭარბვალიანობის პრობლემა.“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ეროვნული ბანკის რეგულაციები სესხის გაცემასთან დაკავშირებით ძალაში დღეიდან შედის, რომლის მიხედვითაც კომერციულ ბანკებს კლიენტის გადახდისუნარიანობის, მისი შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზის გარეშე, სესხის გაცემა ეკრძალებათ. კერძოდ, ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42