მრევლი სადღესასწაულო წირვას სოფელ მეჯვრისხევში, უსანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ესწრება, რომელსაც ატენისა და გორის ეპარქიის წინამძღვარი მიტროპოლიტი ანდრია აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე სოფელ აძვში ჩავა, თუმცა პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად ტაძარში გადასვლას აღარ შეეცდება.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 5 მაისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებსა და მრევლს მოუწოდა უარი თქვან სოფელ აძვში მდებარე ეკლესიის და სასაფლაოს მონახულებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი პროვოკაციები.
„გავრცელდა განცხადება ცხინვალის ადმინისტრაციის მიერ, თითქოს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები კონფლიქტის განვითარების პროვოცირებას ახდენენ. მივდიოდით ბავშვებთან და ქალებთან ერთად ტაძარში და ეს თუ შეიძლება ჩაითვალოს პროვოცირებად, გაუგებარია. იმედი მაქვს, რომ მომავალ წლებში ყველანი ერთად იმ ტაძარში, აქაურებიც და იქაურებიც, ერთად ვიზეიმებთ წმინდა გიორგის დღესასწაულის“, - განაცხადა მიტროპოლიტმ.
ასევე საოკუპაციო რეჟიმი 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებებთან დაკავშირებით, 7 მაისის საღამოდან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს რამდენიმე დღით ჩაკეტავს.
მასალის გამოყენების პირობები






