ბესიკ ხარძიანის მკვლელობის დეტალები - მიხეილ ხარძიანი დედინაცვალს მამის შეკვეთილ მკვლელობაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 21:22, 05 May, 2018     2550

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა - სკანდალურ დეტალებზე „შაბათის კუიერთან“ მოკლულის შვილმამიხეილ ხარძიანმა ისაუბრა. მისი თქმით, მამის მკვლელობის შემდეგ მოხდა მისი ქონების საეჭვო გადაფორმება დედინაცვლის ახლობლებზე, ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე.

მაგალითად მოჰყავს აგარაკი წავკისში, რომელიც აუდიტის სამსახურმა მილიონად შეაფასა, მოკლული ბიზნესმენის მეუღლემ კი იგი საკუთარ მეგობარს მიჰყიდა მხოლოდ 5 ათას ამერიკულ დოლარად. ასევე საუბარია სხვადასხვა კომერციულ თუ არაკომერციულ ფართებზე.

ამ ჩამონათვალშია 1300 კვადრატული მეტრი მიწა წავკისში. დოკუმენტების მიხედვით, ქეთევან ხარძიანმა ნაირა ნებიერიძეს ის 5000 ლარად მიჰყიდა.

ხარძიანის ინფორმაციით, მოკლული მეუღლემ ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, 160 კვადრატული მეტრი საოფისე ფართი 60 ათას დოლარად, ანუ ერთი კვადრატული 375 დოლარად გაყიდა. საბაზროზე ბევრად იაფად არის გასხვისებული ბინები ახლადაშენებულ კორპუსში საბურთალოზე.

საბაზროზე დაბალ ფასად გასხვისება ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მიხეილ ხარძიანი ხელშეკრულებების ბათილად ცნობას ითხოვს. მას მიაჩნია, რომ ეკა ნონიკაშვილს ქონების გასხვისების უფლება არ ჰქონდა.

მიხეილ ხარძიანის პოზიცია სასამართლომაც გაიზიარა, თუმცა, დავა სააპელაციო ინსტანციაში გრძელდება.

მიხეილ ხარძიანის თქმით, ბესიკ ხარძიანის პატიმრობაში ყოფნის დროს ნონიკაშვილი კუს ტბის წილს ითხოვდა.

მიხეილ ხარძიანი ვარაუდობს, რომ პროკურატურა ეკა ნონიკაშვილთან გარიგებულია. მაღალჩინოსნები კი მკვლელობის საქმეში არიან გარეულნი.

მიხეილ ხარძიანის ბრალდებებს მამამისის მეორე ოჯახი არ პასუხობს.

მიხეილ ხარძიანი ვარაუდობს, რომ ბესიკ ხარძიანი სწორედ მისი დედინაცვლის მიერ შეკვეთილ მკვლელობას ემსხვერპლა. მიხეილ ხარძიანის ინფორმაციით, სამართალდამცველების მხრიდან ფაქტს რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42