„ევროპა შედგა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კავშირი“ – გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 17:30, 05 May, 2018     1201

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში გამართულ "ევროპის დღეები - 2018 - ში" მიიღო მონაწილეობა და ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და მიღწევებზე ისაუბრა.
"ევროპა შედგა, როგორც ერთერთი ყველაზე ძლიერი კავშირი. და ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც საქართველო, რომელიც მისი ბუნებრივი, ისტორიული ნაწილი იყო შეუერთდება ევროპას და ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წვერი გახდება.
ორი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ევროპულ ცივილიზაციაში - ეს არის ინდივიდუალიზმი და ამ ინდივიდუალიზმის ერთიან საზოგადოებაში, ერთიან პროცესში შენარჩუნების თავისუფლება.
ჩვენ ბუნებრივად ამ კულტურის ნაწილი ვართ და დღეს მე ვულოცავ ყველა იმ თავისუფალ ადამიანს, რომელიც იღწვის იმისთვის, რომ შედგეს თავისუფალი საქართველო, შედგეს თავისუფალი ევროპა და საქართველო იყოს ამ ევროპის ნაწილი. ევროპის ქვეყნები ძალიან სერიოზულ დახმარებას და მხარდაჭერას უწევენ საქართველოს, კიდევ უფრო ნათლად ეს მხარდაჭერა იქნება ნაჩვენები ჩვენთვის 26 მაისს, როდესაც ჩვენ ევროპელ თანამოაზრეებთან ერთად ამაყად აღვნიშნავთ პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ევროპის დღეები საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ტარდება და მისი მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებასა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ მოწყობილი "ევროსოფელი" დაათვალიერა, სადაც დამთვალიერებლებს სხვადასხვა შემეცნებით, გასართობ და სპორტულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42