საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ დეპუტატებს საქართველოს პრეზიდენტთან კითხვები ჰქონდათ, თუმცა, ის პასუხებს გაურბის.
ჩუგოშვილს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პასუხობს:
„საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლამდე ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, ფაქტიურად დაიშალა. რეალურად, ერთადერთი, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აერთიანებს, ეს არის პრეზიდენტ მარგველაშვილის შიში. სწორედ ამ შიშის გამო იყო ის, რომ მათ არ მისცეს საშუალება პრეზიდენტს მონაწილეობა მიეღო პარლამენტში დებატების ფორმატში. სწორედ ამ შიში გამო, მათ უმძიმესი ბრალდებები წაუყენეს საქართველოს პრეზიდენტს კორუფციასთან დაკავშირებით. ჩვენს მოწოდებაზე, რომ ან პროკურატურისთვის მიემართათ თუ ასეთ ბრალდებები იყო, ან იმპიჩმენტი მოეწყოთ, მათ ფაქტიურად, ვერაფერი გაბედეს. ასეთი უკან დახევის ფონზე, მინდა ვთხოვო საზოგადოებას, კარგად გაანალიზოს და შეაფასოს არსებული ვითარება“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






