საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით მას იმედი აქვს რომ მალე საქართველო და ევროკავშირი ერთიანი სივრცე იქნება. ამის შესახებ დიპლომატმა „ევროპის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
„მინდა გითხრათ, რომ არცთუ ისე ბევრი ქვეყანაა ევროკავშირის გარეთ, სადაც ევროკავშირის დროშაზე გამოსახული ოქროსფერი ვარსკვლავები ასე შინაურულად იგრძნობდნენ თავს. ეს ჩვენი მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის აღიარებას გულისხმობს.
მეორე მსოფლიო ომის დღეები დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ევროპა არის განათლების კონტინენტი და მას ბარბაროსები შემოესივნენ. მაშინ ევროპა დიდი საფრთხის წინაშე იყო. ომის შემდეგ ამ ყველაფერს პასუხი უნდა გასცემოდა და ეს პასუხი იყო ევროკავშირის შექმნა. როცა ვამბობ ევროპის კონტინენტს, არ ვგულისხმობ მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. მინდა ხაზი გავუსვა, თუ როგორ ვაფასებთ საქართველოსთან თანამშრომლობას, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასა და ასევე საქართველოს თანდათანობით ინტეგრირებას ევროპულ ბაზარზე”, – განაცხადა ელჩმა.
მასალის გამოყენების პირობები






