„კიდევ ერთხელ მივმართავ და ვეუბნები ქუმსიშვილს - ნუ გეშინია და ნუ მემალები. გაჩვენებ შენი პერსონალური მითითებით განხორციელებულ უკანონო გადაწყვეტილებებს, რომელზეც პროკურატურამ საქმე უნდა აღძრას.
ის, რაც მოხდა გუშინ ღამე, იყო სამარცხვინო ფაქტი. იმდენად გავეშებულები იყვნენ ფულის შოვნაზე, რომ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ. 45 დღეში, ჩვენ ქონების ეროვნული სააგენტოსთვის, უნდა მიგვემართა ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ასევე, მოვითხოვეთ, სამუშაო ჯგუფის გამოყოფა, იმ გარემოებებსა და დარღვევებზე, რომელიც დავადასტურეთ რომ ამ ტერიტორიაზე ხდება. გუშინ, 4 მაისს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ დაგვირეკეს და დაგვიბარეს უწყებაში. გვითრეს, რომ ხელშეკრულებას გასდიოდა ვადა და იმ შემთხვევაში თუ ხელს არ მოვაწერდით მას, აუქციონის შედეგები გაბათილდებოდა. ასევე გვითხრეს, რომ შეგვხვდებოდა პრივატიზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თუმცა ის დაგვემალა, არ გამოვიდა შეხვედრაზე და მის ნაცვლად დაგვახვედრა ორი გოგონა. ფაქტია, რომ შეშინებულები, ამ გოგონებს ამოეფარნენ. სამარცხვინოა ეს ყველაფერი.
ჩვენ ხელშეკრულებას რა თქმა უნდა ხელი არ მოვაწერეთ, რადგან ეს ამ ეტაპზე, პროცედურულად არაა გათვალისწინებული. ვაპირებთ, რომ სამართლებრივი გზით, ისევე, როგორც ეს გათვალისწინებულია სატენდერო პირობებით, მივყვეთ პროცედურებს.
კიდევ ერთხელ მივმართავ ქუმსიშვილს, მოეშვას უკანონობას და გონს მოეგოს “- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






