ე.წ. ქურდული სამყაროს ზეწოლა ბიზნესზე და დანაშაულის სტატისტიკის ხელოვნურად შემცირების ფაქტები - მურთაზ ზოდელავა კრიმინალურ ვითარებაზე საუბრობს
პოლიტიკა - 14:48, 05 May, 2018     3678

დანაშაულებების სტატისტიკა - რა ვითარებაა საქართველოში და როგორ მდგომარეობაშია კრიმინალი? „რეფორმატორთა კლუბი“ ციფრებს აქვეყნებს, სადაც ასახულია 2011-2012 და 2017-2018 წლების დანაშაულებების სტატისტიკა.

არსებული მონაცემებით 2011 წელს საერთო ჯამში 3937 დანაშაულებრივი ფაქტი დაფიქსირდა, 2012 წელს 3848, 2017 წელს 3455, 2018 წელს კი მაჩვენებელი 5380-მდეა გაზრდლი.

როგორც მონაცემებით ირკვევეა განსაკუთრებით არის გაზრდილი ქურდობის მუხლით მომხდარი დანაშაულებები, 2018 წელს 1630 დანაშაული დაფიქსირდა აღნიშნული ბრალდებით.

არსებული სტატისტიკის მონაცემებს საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი აფასებს. როგორც მურთაზ ზოდელავა „ნიუპოსტთან“ აცხადებს, ქვეყანაში დაუსჯელობის სინფრომია, რის ფონზეც იმატა ორგანიზებულმა დანაშაულმა, ზოდელავა ამბობს, რომ განსაკუთრები საგანგაშოა ე.წ. ქურდული სამყაროს მხრიდან ბიზნეზე ზეწოლის ფაქტები, რომელმაც დასავლეთ საქართველოში სისტემური ხასიათი მიიღო.

“მძიმე ვითარებაა, არის საფუძვლიანი ინფორმაცია რომ არ ხდება რეალური აღრიცხვა, სცოდავს განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებით, ანუ რეალური რაოდენობა ბევრად უფრო მეტია. სამწუხაროდ ისეთი ვითარებაა, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი ტრადიციული მოძალადე ჯგუფი, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გრძნობენ თავს დაუსჯელად, სამწუხაროდ დაუსჯელობის სინდორმმა იმუშავა და ეს ტრადიციული ჯგუფები ახორცილებენ ძალადობას უფრო მეტი ოდენობით, ეს აისახება ცხადია სტატისტიკაზე.

გარდა ამისა, ორგანიზებული კრიმინალური ე.წ. ქურდული სამყარო ძალიან გააქტიურებულია. განსაკუთრებით სიმპტომატურია ის, რომ დასავლეთ საქართველოში სადაც ძლიერი იყო ქურდული ტრადიციების გავლენა, ეს არის იმერეთი, სამეგრელო, გურია და რაღაც თვალსაზრისით აჭარა. აქ არის ძალიან საგანგაშო ფაქტები. არის საუბარი იმაზე, რომ საშუალო და წვრილ ბიზნესთან მიდიან და სთხოვენ კონკრეტულად ე.წ. ობშიაკში შესაწირის გაკეთებას. ამას სამწუხაროდ უკვე აქვს გარკვეული სისტემური ხასიათი, განსაკუთრებით ამ რეგიონებში, იმერეთი, სამეგრელო, გურია, ასევე აჭარა. ეს არის ძალიან საგანგაშო. არ ვამბობ, რომ ყოვლისმომცველია, მაგრამ პროცესები იქეთ არის დაძრული, რომ შეიძლება უმართავი მდგომარეობა მივიღოთ" - ამბვობს ზოდელავა.

ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცდელობა, გაამკაცროს კანონი კრიმინალურ სამყაროსთან მიმართებაში, შედეგს ვერ იძლევა, რადგან, მისივე შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში ვითარება სრულად გამოვიდა კონტროლიდან.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცდელობები განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში თითქოს არის, ე.წ. ქურდულ გაგებასთან რაღაც თვალსაზრისით ცოტათი მაინც გამკაცრდეს, ეს საკანონმდებლო ცვლილებები რაც მათ განახორციელეს, ასეთად შეიძლება ჩავთვალოთ, მაგრამ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ბოლო წლების განმავლობაში მდგომარეობა როგორც ჩანს სრულიად გამოვიდა კონტროლიდან და მცდელობებს მათი მხრიდან, რომ ახლა მოხდეს რაღაცნაირად ამ პროცესების გაკონტროლება, ჯერჯერობით შედეგები არ მოაქვს, ვიმეორებ, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, არის კონკრეტული ფაქტები, როდესაც გარკვეულ ბიზნესებს უკავშრდებიან და ე.წ. ობშიაკში თანხების შეწირვას სთხოვენ. ეს არის ყველაზე საგანგაშო რამ რაც შეიძლება მოხდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დამატებით ფინანსურ წყაროებს მოიზიდავენ საქართველოში, რომ მოახდინონ რეკრუტირება და ეს დანაშაულის კორპორაცია ასევე საჭიროებს რეკრუტირებას, ამ თვალსაზრისით არის მათთვის საქართველო ყველაზე მნიშვნელოვანი. ძირითად ფინანსურ წყაროებს ისინი იგებენ პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც არის დიდი ეკონომიკები ან ევროპაში, საქართველოს მიმართ მათი ინტერესი ძირითადად გამოწვეულია ამ რეკრუტირების პოტენციალით" - აცხადებს ზოდელავა.

მისივე თქმით, სტატისტიკის შემდცირები მიზნით, ადგილი აქვს სამართალდამცავების მრიდან სხვადასხვა მეთოდების გამოყენებას.

"ადგილზე, ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ შეამციროს სტატისტიკა. ამისთვის იყენებენ სხვადასხვა მეთოდიკას, მათ შორის დაზარალებულებთან ცალკე გასაუბრებები, მათთვის გარკვეული გარემოებების შექმნა, რომ გაიტანონ განცხადებები ან არ გააკეთონ განცხადება.

სამეგრელოში ერთ-ერთ რაიონში დაფიქსირდა ასეთი ფაქტი, როდესაც პოლიციის უფროსმა ქურდობით დაზარალებული ადამიანის სასარგებლოდ ააკრეფინა თანამშრომლებს ფული და ამგვარად აუნაზღაურა, რომ მას განცხადება არ დაეფიქსირებინა. ეს არის წარმოუდგენელი სიმძიმის ფაქტი”, - აცხადებს მურთაზ ზოდელავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42