„შემაშფოთებელი სტატისტიკაა, დამნაშავეებმა დაიწყეს ორგანიზება“ - დიმიტრი შაშკინი გაზრდილ კრიმინალზე
პოლიტიკა - 14:01, 05 May, 2018     4424

დანაშაულებების სტატისტიკა - რა ვითარებაა საქართველოში და როგორ მდგომარეობაშია კრიმინალი? „რეფორმატორთა კლუბი“ ციფრებს აქვეყნებს, სადაც ასახულია 2011-2012 და 2017-2018 წლების დანაშაულებების სტატისტიკა.

არსებული მონაცემებით 2011 წელს საერთო ჯამში 3937 დანაშაულებრივი ფაქტი დაფიქსირდა, 2012 წელს 3848, 2017 წელს 3455, 2018 წელს კი მაჩვენებელი 5380-მდეა გაზრდლი.

როგორც მონაცემებით ირკვევეა განსაკუთრებით არის გაზრდილი ქურდობის მუხლით მომხდარი დანაშაულებები, 2018 წელს 1630 დანაშაული დაფიქსირდა აღნიშნული ბრალდებით.

არსებულ მონაცემებს „ნიუპოსტთან“ საუბრისას „რეფორმატორთა კლუბის“ ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი აფასებს. მისი განცხადებით, ეს არის შემაშფოთებელი სტატისტიკა, რაც შეეხება ქურდობის გაზრდილ მაჩვენებელს, შაშკინი მიიჩნევს, რომ დამნაშავეებმა დაიწყეს ორგანიზება, ხოლო დანაშაულის აღმოსაფხვრელად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებულ დანაშაულებრივ წრეებში შს სამინისტროს თანამშრომლების მუშაობა და ინფორმაციის მოძიება, რაც მისი თქმით, როგორც სისტემა მოშლილია:

“ეს არის ოფიციალური ციფრები, რომლებიც აღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან. პირველი რაც მინდა ვთქვა, როგორც ჩანს წელს პირველად ბოლო 5 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეწყვიტა მანიპულირება ამ ციფრებით და დაიწყო შედარებით ადეკვატური მაჩვენებლების დადება.

მეორე - ძალიან საყურადღებოა მკვეთრად გაზრდილი ქურდობის რიცხვი, ეს იმ ფონზე, როდესაც ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაშ, არანაირი ობიექტური ფაქტორი, როგორიც არის მაგალითად ამნისტია, არ იყო განხორციელებული და ქურდობის მაჩვენებლის გაზრდა მეტყველებს იმაზე, რომ დამნაშავეებმა დაიწყეს ორგანიზება, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ერკვევა კრიმინოლოგიაში, იტყვის, რომ ქურდობის ასეთი მკვეთრი ზრდა მიუთითებს ორ ფაქტორზე, ეს არის ის, რომ შინაგანს აქმეთა სამინისტროს აქვს სერიოზული პრობლემები ამ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით და მეორე, რომ დამნაშავეებმა დაიწყეს შიდა ორგანიზება და ისინი ახლა წარმოადგენენ უფრო დიდ საშიშორბას, ვიდრე წარმოადგენდნენ მანამდე.

ქურდობა არის ისეთი დანაშაული, რომელიც არის დაკავშრებული შემდგომ რეალიზაცაისთან ნაქურდალი ნივთების. როდესაც დამნაშავეები იპარავენ, მათ შემდეგ სჭირდებათ დრო, რომ მოახდინონ რეალიზება, მაგრამ როდესაც ორჯერ იზრდება ქურდობის რაოდენობა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა უკვე ააწყეს და მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზებული ხასიათი აქვს. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკა.

ქურდობასთან ბრძოლა პირველ რიგში არის დამოკიდებული ბუნებრივია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მუშაობაზე შიგნით, დამნაშავეთა წრეებში, ინფორმაციის მოსაზიდად. ამიტომ, როგორც ჩანს ეს არის მოშლილი და დამნაშავეებმა პირიქით, უფრო გაზარდეს ორგანიზება და უფრო დიდ საშიშროებას წარმოადგენენ.

2012 წლამდე 2/3 რეგისტრირებული დანაშაულისა, რომელიც ხდებოდა, იყო ან ნარკოტიკებთან ან იარაღთან დაკავშირებული. ახლა მკვეთრად არის შემცირებული იარაღთან დაკავშირებული დანაშაული და მკვეთრად არის შემცირებული ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული. თუ ქურდობა გაიზარდა, შემცირდა იარაღთან და ნარკოტიკებთან დაკავშრებით დანაშაული.

ვერავინ ვერ იტყვის, რომ კრიმინალური სიტუაცია იარაღისა და ნარკოტიკების თვალსაზრისით გამოსწორდა, რაც მკვლელობებზე ინფორმაციები გვესმის, არის ჩადენილი იარაღის მეშვეობით, ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ჩანს დამნაშავეებმა მოახდინეს ამ იარაღის რეგისტრირება, ანუ თუ 2012 წლამდე იყო ბევრი არარეგისტრირებული იარაღი ამოღებული, ახლა ამ იარაღის რეგისტრირება მაოხდინეს ამ დამნაშავეებმა. რაც შეეხება ნარკოტიკებს, აქაც არის ძალიან გაუგებარი სტატისტიკა, დანაშაულმა მკვეთრად იკო, მაგრამ ამავდროულად ყველა ვხედავთ, რომ რეალობაში პირიქით ხდება. აქ ორი ვარიანტია, ან ვერ აკავებენ, ან არ აკავებენ ამ ადამიანებს“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42