როგორც ამერიკის პრეზიდენტმა განმარტა, აღნიშნულის მიზეზი ვლადიმერ პუტინის წარსულზე ორიენტაციაა.
ბარაქ ობამა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს წარსულის ნაცვლად მომავალზე იფიქროს. მისივე თქმით, პუტინსა და მას შორის არც ისე ცუდი ურთიერთობები არსებობს და ზოგჯერ ისინი კონსტრუქციულად და გულახდილადაც კი საუბრობენ.
ობამას თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობაში პროგრესი შეინიშნებოდა მანამ, ვიდრე პუტინი 2012 წელს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდებოდა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, საქმე გვაქვს აზრთა სხვადასხვაობასთან ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი, ადამიანის უფლებების საკითხი და რუსეთში შემოღებული ანტიჰომოსექსუალური კანონმდებლობა.
ამ საკითხების გარდა, მოსკოვმა ვაშინგტონის გაღიზიანება ედუარდ სნოუდენისთვის დროებითი თავშესაფრის მიცემით გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






