დანაშაულებების სტატისტიკა - რა ვითარებაა საქართველოში და როგორ მდგომარეობაშია კრიმინალი? „რეფორმატორთა კლუბი“ ციფრებს აქვეყნებს, სადაც ასახულია 2011-2012 და 2017-2018 წლების დანაშაულებების სტატისტიკა.
არსებული მონაცემებით 2011 წელს საერთო ჯამში 3937 დანაშაულებრივი ფაქტი დაფიქსირდა, 2012 წელს 3848, 2017 წელს 3455, 2018 წელს კი მაჩვენებელი 5380-მდეა გაზრდლი.
როგორც მონაცემებით ირკვევეა განსაკუთრებით არის გაზრდილი ქურდობის მუხლით მომხდარი დანაშაულებები, 2018 წელს 1630 დანაშაული დაფიქსირდა აღნიშნული ბრალდებით. ასევე ოჯახური ძალადოის ფაქტები გაცილებით ხშირად ფიქსირდება ვიდრე გასულ წლებში.
„რეფორმატორთა კლუბის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, რომ მძიმე მუხლების გადაკვალიფიცირება შედარებით მსუბუქი მუხლებით ხდება, მაგალითად თაღლითობის ფაქტებზე საერთოდ არ არის საუბარი, ასევე იარაღის უკანონო ტარება-ფლობაზე.


მასალის გამოყენების პირობები






