საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური, „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ სახელის შეცვლის წინააღმდეგია, მისი თქმით ვარდების რევოლუცია ისტორიული მოვლენაა, რომელში მონაწილეობასაც ის არ ნანობს და თვლის რომ ეს ისტორიის ნაწილი შენარჩუნებული უნდა იყოს:
„მე არ ვარ ამის მომხრე, ვარდების რევოლუცია იყო მოვლენა, რომელიც მოხდა ამ ქვეყანაში და რომელიც არის ფაქტი ისტორიული, რომელსაც ვერ გაექცევი. მე თუ მკითხავ, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თვითმართველობები წყვეტს ამას მაგრამ, მე მაგალითად, მიმაჩნია რომ სწორი კონცეფცია, ის კონცეპციაა, რომელიც აქვთ გერმანიაში. მაგალითად, დღესაც ბერლინის შუაგულში ცენტრში დგას რუსი ჯარისკაცი ძეგლი, რომელსაც გერმანელი გოგონა უკავია ხელში და მიუხედავდ იმისა, რომ რუსებმა გამარჯვების შემდეგ გაძარცვეს მთელი გერმანია, გადაუარეს იქ მოსახლეობას და წამოიღეს რისი წამოღებაც შეიძლებოდა . გერმანელებმა ხელი არ მოჰკიდეს ამ ძეგლს, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაიდგა და ისინი თვლიან რომ ეს არის ისტორია. ის რაც ჩვენი ისტორიის ნაწილია უნდა შევინარჩუნოთ."- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მასალის გამოყენების პირობები






