მიწისქვეშა პარკინგი - საკრებულოს ოპოზიცია მიწების 1 ლარად გადაცემას ეწინააღმდეგება
პოლიტიკა - 17:54, 04 May, 2018     952
დედაქალაქის საკრებულოში დღეს მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხს განიხილავენ. ავტომობილების მიწისქვეშა სადგომების განთავსება ამ ეტაპზე გეგეშიძის სკვერის, სადგურის მოედნისა და ვარკეთილის მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე იგეგმება. ჯამში საუბარია 8 000 კვადრატულ ფართობსა და 715 საპარკინგე ადგილზე. აღნიშნული ტერიტორიები ინვესტორს ან ინვესტორთა ჯგუფს, „სიმბოლურ ფასად გადაეცემა.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მრავალსართულიანი პარკინგების მოსაწყობად სივრცეების 1 ლარად გასხვისებას ეწინააღმდეგება. მათი თქმით მიწების ასე გასხვისება კითხვებს აჩენს, რომ შემდგომში ეს მიწები საპარკინგე ადგილების მოწყობის ნაცვლად, კომერციული ფართებისთვის არ იყოს გამოყენებული. ენმ ითხოვს, რომ ამ მიწებზე აუქციონი ჩატარდეს.

„ისევ და ისევ ხდება მიწების 1 ლარად გადაცემა, როგორც ეს ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში. ჩვენ გაქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ შემდგომში ეს მიწები საპარკინგე ადგილების მოწყობის ნაცვლად, კომერციული ფართებისთვის არ იყოს გამოყენებული. ეს დიდი ალბათობით თანაინვესტირების ფონდთან და ბიძინა ივანიშვილთან იქნება დაკავშირებული, რადგან ყველაფერი რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვუყურებთ მხოლოდ ერთ ადამიანს და ერთ მაფიოზურ კლანს არგებენ. ჩვენ ვაყენებთ პირობებს, რომ ქონების გადაცემა მოხდეს არა 1 ლარად, არამედ აუქციონით, ისინი ითვალისწინებენ იმას, რომ არ მოხდეს ამ ტერიტორიის გამოყენება კომერციულ ფართად; რომ არ მოხდეს ამ ადგილების გამოყენება პირადი "კარფურის" პარკინგის ადგილად, როგორც ეს პუშკინის სკვერში მოხდა და სასტუმროს პირადი პარკინგი გახდა“- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

აღნიშნულ თემას გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, მისი თქმით კერძო ინვესტორებისთვის მიწისქვეშა პარკიერების მოსაწყობად ფართის ერთ ლარად გადაცემა არის ყველაზე ოპტიმალური მოდელი, თუ როგორ შეიძლება კერძო და საჯარო სექტორი შეჯერდნენ და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტი დადონ.

„აქვე მინდა კითხვა დავსვა, სად არიან „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი ორგანიზაციების წარმომადგენლები, თავის დროზე პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის ინვესტორითვის სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაცემაზე რომ გაჰკიოდნენ. და ეს მაშინ, როდესაც ინვესტორს ვალდებულება ქონდა, რომ ამ ფართში მილიონი ლარის ინვესტირება უნდა მოეხდინა. სად არის მელია კუდაგრძელია? რატომ არ ამტვრევს საკრებულოს კარს? როგორც ჩანს, ახლა ბელადს არ აქვს დავალება მიცემული, რომ ამ თემაზე ხმაური უნდა ატეხონ, რადგან ეს მათ ინტერესში არ შედის.“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, ოპოზიცია მხოლოდ მაშინ აპროტესტებს საკითხს, როდესაც ის ბიძინა ივანიშვილის, ან თანაინვესტირების ფონდის სახელთან არის დაკავშირებული და მათთვის სულ არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტული გადაწყვეტილება დედაქალაქისთვის სასიკეთოა თუ არა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42