„ერთი რამე არის ძალიან ცუდი, რომ ყველამ ვერ გაიგო კორუფცია და კანონის დარღვევა. ჩვენ როდესაც მერიაში მოვედით, მაშინვე ვთქვით, რომ ასეთი ფაქტები ჩვენთვის იქნება შეურიგებელი და მუდმივად ვებრძვით ასეთ ფაქტებს. მოცემული შემთხვევა სამწუხაროა, მაგრამ მიმდინარეობს სამართალწარმოება. ჩვენ უნდა დავიცვათ ის პრინციპი, რასაც ჰქვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და, რა თქმა უნდა, არ უნდა გავაკეთოთ ხმამაღალი განცხადებები, ვიდრე სამართალწარმოება არ გამოავლენს ყველა საჭირო გარემოებას. ამ ეტაპზე, მე ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ ძალიან ცუდია, ყველამ რომ ვერ გაიგო.
ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მაგალითი იმ თანამშრომლებისთვის, ვისაც პოტენციურად კიდევ რაიმე ცუდი აქვს ჩაფიქრებული. ყველა შემთხვევა იქნება დროულად გამოვლენილი და არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






