ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პოლიტიკურ შეფასებებზე არგუმენტირებული პასუხები უნდა გასცეს.
უმრავლესობის წევრი პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებას გამოეხმაურა.
ჩიხრაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი. მისი თქმით, მსგავსი განცხადების შემდეგ, კობახიძე პროკურატურაში უნდა მიდიოდეს და შესაბამის ორგანოებს აწვდიდეს ინფორმაციას.
„სწორი და არგუმენტირებული პოლიტიკური შეფასებებისთვის ბოდიშს ვერ მოვიხდით. ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას. ურჩევნიათ არგუმენტებითვე უპასუხონ იმ პოლიტიკურ შეფასებას, რაც პრეზიდენტის მიმართ იქნა გამოთქმული, მათ შორის შეწყალებებთან დაკავშირებით... პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ნაცვლად სპეკულაციებისა მართებს ასეთივე არგუმენტირებული პასუხი გასცეს იმას, რაც განაცხადა არამხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარემ, არამედ მრავალმა დეპუტატმა.
როდესაც მეორე მხრიდან მიდიოდა სპეკულაციური საუბარი, რომ ვიღაცას შეუზღუდეს თავისუფლება და ეს იყო რეგლამენტის არასწორად ინტერპრეტირების ფონზე, მოდით, ნუ შეგვიზღუდავს ნურავინ ასეთი პოლიტიკური შეფასებების საშუალებას. კეთილი ინებონ, ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს სამართლებრივი პროცედურებია დაწყებას პრეზიდენტის მიმართ და პასუხი გასცენ პოლიტიკურ შეფასებაზე არგუმენტებით, თუ ასეთი არსებობს“, - განაცხადა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






