ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა
პოლიტიკა - 15:24, 04 May, 2018     841
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს ორგანიზებით კონფერენცია თემაზე „აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მასზე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგების ანალიზი“ გაიმართა.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს დირექტორის მრჩეველმა ბადრი გალდავამ მოხსენება გააკეთა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ფაქტებსა და მისგან გამოწვეულ მძიმე ეკოლოგიურ შედეგებზე.

რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში დიდი ხნის განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებს ინერტულ მასალას. ამ პროცესმა განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს მიაღწია. აღნიშნული ქმედების გამო კატასტროფულად შემცირდა მდინარეების მიერ ჩამოტანილი ნაშალი მასალის რაოდენობა, რამაც თავის მხრივ სანაპირო ზოლში ძალიან მძიმე ვითარება წარმოშვა. განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა ოჩამჩირეში, მდინარე გუმისთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მოქმედ კარიერზე და სოხუმში. გარდა ამისა ეს პროცესები აფხაზეთის გარდა, საფრთხეს უქმნის შავი ზღვის მთელ სანაპიროს. ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა დროული რეაგირება და სანაპირო ზოლის ხელოვნური ჩარევის გზით აღდგენა.

კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაციები და მხარი დაუჭირეს ამ პრობლემასთან დაკავშირებული ერთობლივი რეზოლუციის მიღებას, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ემილ წერეთელმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მელორ ალფენიძემ, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების წარმომადგენელმა ნინო ჩხობაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტექის“ წარმომადგენელმა თემურ ვეკუამ და გეოლოგმა ვახტანგ დეკანოიძემ.

კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42