საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ტავდასხმა მედიასა და ჟურნალისტებზე დემოკრატიაზე თავდასხმას გულისხმობს:
„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ხელი შეუწყოს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რაც თითოეული ადამიანის უფლებაა და დაფუძნებულია თანასწორობის, არადისკრიმინაციისა და ერთიანობის პრინციპებზე, ნებისმიერი მედიასაშუალებით, როგორც ჩვენს ქვეყნებში, ასევე ჩვენი ქვეყნების გარეთ“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
ელჩმა ასევე კონკურსზე, „2018 წლის ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ისაუბრა:
„2012 წელს ჩვენ დავაწესეთ ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში, რათა გამოგვევლინა ყველაზე მაღალი ხარისხის მედიანამუშევარი საქართველოში. დღეს მერგო პატივი წარმედგინა რიგით მეშვიდე, ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი კონკურსი ჟურნალისტიკაში“, – აღნიშნა ელჩმა.
მასალის გამოყენების პირობები






