ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლმა, ჰიზერ ნაუერტმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„უეს მიტჩელი 29 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით ქართველ მაღალჩინოსნებს შეხვდა, მათ შორის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. საუბრის მთავარი თემები ორმხრივი მტკიცე ურთიერთობები და საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები იყო. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. მან ასევე მოინახულა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიებთან არსებული ადმინისტრაციული საზღვარი, სადაც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით, ამჟამად რუსული შეიარაღებული ძალები იმყოფება” - განაცხადა ნაუერტმა.
მასალის გამოყენების პირობები






