ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ პრეზიდენტის განცხადებებს უპასუხა, კილაძის თქმით, არსებობს ლეგიტიმური კითხვები და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს და სამართლებრივი დევნის დაწყება არ არის პოლიტიკური თემა, რაც არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური სპეკულაციის საგნად.
„სამართლებრივი დევნის დაწყება, ჩემი აზრით, არ არის პოლიტიკური თემა, არამედ, ეს არის წმინდა სამართლებრივი თემა და სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხი არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური სპეკულაციის საგნად, თუმცა ის კითხვები, რაც არსებობს პრეზიდენტისადმი, ვფიქრობ, არის ლეგიტიმური კითხვები და მგონი, არ სჭირდება ამ საკითხს ზედმეტი დრამატიზება, ნამდვილად არის კითხვები და კითხვები გვაქვს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აქვს საზოგადოების დიდ ნაწილს და აქედან გამომდინარე, პრეზიდენტს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას ნამდვილად აქვს ვალდებულება, რომ პასუხი გასცეს ამ კითხვებს და არ გადააბრალოს სხვებს ის, რაც მისი საკუთარი გადაწყვეტილება იყო“, - განაცხადა კილაძემ.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, უმჯობესია თუ შეწყალების საკითხზე მის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყება, რადგან ამით ლუსტრაცია მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები






