„ჩვენ ვაპირებთ, არ დავემორჩილოთ უსამართლო კანონებს“ - „გირჩი“ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აანონსებს
პოლიტიკა - 11:06, 04 May, 2018     1058
პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ წევრები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ისინი თანაგუნდელების, ვახტანგ მეგრელიშვილსა და იაგო ხვიჩიას გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებსაც სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, რომელსაც 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, მან პროტესტის ნიშნად, შესაძლოა, თანხა საერთოდ არ გადაიხადოს.

„სასამართლო იყო ჩვეულებრივი კლოუნადა, არ ყოფილა კონკრეტული მტკიცებულება, რომ ჩვენ მათ ხელს ვუშლიდით ან ვაგინებდით პოლიციელებს. მოიყვანეს 7 თუ 6 პოლიციელი, რომლებმაც მოყვნენ ზღაპრები, რომ თითქოს ჩვენ მათ ვეჭიდავებოდით. არცერთ „გირჩელს“ ხელი არ მოუკიდია არავისთვის. კითხვაზე, რატომ მომისაჯეს მე ჯარიმა და მათ პატიმრობა, პასუხი იყო, რომ ჯაფარიძე იქცეოდა სტაბილურად. ანუ მათი თქმით კი ვიგინებოდი, კი ვეჭიდავებოდი, მაგრამ ამას ვაკეთებდი სტაბილურად. ასეთი იდიოტობები მოვისმინე იქ.“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებს რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის არის პოლიტიკურიც. ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ ამით ხდება „გირჩის“ და მისი დისკრედიტაცია, თითქოს ისინი ნარკოტიკის რეალიზატორებს ლიბირებენ.

„მგონია, რომ ეს არის პოლიტიკური ამბავი, ეჭვი გამიჩნდა გუშინ, ის ადამიანი, რომლის დაკავებასაც აპირებდნენ, არის ჩემი ბიძაშვილი, ის უბრალოდ მუშაობს ჩვენი ოფისის წინ და სამსახურში შესვლისას თავზე დაახტა 6 სამოქალაქოდ ჩაცმული ადამიანი და ათრევდნენ ასფალტზე. „გირჩელები“ გამოეხმაურნენ, რომ დახმარებოდნენ მოქალაქეს და აღმოჩნდა რომ ის არის ჩემი ნათესავი. პირველ გავრცელებულ ვერსიაში შსს ამბობდა, რომ ოპერატიული ინფორმაცია ქონდათ, რომ მას ქონდა მოხმარებული ნარკოტიკული საშუალება, გუშინ ღამე კი, მას შემდეგ რაც შსს-მ გაიგო, რომ ის არის ჩემი ნათესავი, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისინი მისდევდნენ რეალიზატორს. ამის შემდეგ გამიჩნდა ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკური ამბავი და უნდათ „გირჩის“ და ჩემი გაშავება, თითქოს ჩვენ რეალიზატორებს ვლობირებთ. ეს შესაძლოა კავშირში იყოს ნარკოპოლიტიკასთან, შეიძლება არ მკაცრდებოდეს, მაგრამ შეცვლას არ აპირებენ არაფრის, ამისი სხვა ბევრი ნიშანიც არსებობს, მათ შორის ის, რომ 40-მდე არასამთავრობოს პროექტი პარლამენტში უბრალოდ გააჩერეს, მას შემდეგ რაც საპატრიარქომ მოითხოვა განხილვის გაჩერება. ამით ბევრი სხვადასხვა კურდღელი მოკლეს, მათ შორის ერთ-ერთი არის პოლიტიკური, იმიტომ რომ მე რაღაც პერიოდის წინ განვაცხადე, რომ ვიქნები საპრეზიდენტო კანდიდატი. “- აღნიშნა ჯაფარიძემ

გირჩის ლიდერმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა დააანონსა. პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში ბევრი კანონი არაადამიანურია და ამის შესაცვლელად საჭიროა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა:

"ამ ადამიანებს, არ ესმით რას ნიშნავს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. ჩვენ საჯაროდ გვაქვს გაცხადებული დიდი ხნის წინ, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ბევრი კანონი, რომელიც არ არის ადამიანული და ჰუმანური, ეს კანონები ამ ქვეყნის მოქალაქეებს ექცევა, როგორც მონებს, ასეთია კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის, ასეთი უამრავი კანონია ეკონომიკის, განათლების ნაწილში და ბევრგან. როგორც ადამიანი არ დაემორჩილებოდა დაკანონებულ მონობას, ჩვენ ვაპირებთ არ დავემორჩილოთ ამ უსამართლო კანონებს. ეს იქნება საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. სისტემა როდესაც ადამიანებს ექცევა როგორც მონებს, ამ დროს არსებობენ ადამიანები, რომლებიც სისტემის ნაწილია და სხვებს ჩაგრავენ და არიან ადამიანები, რომლებიც მონურ მდგომარეობაში არიან, მაგრამ გაცნობიერებული არ აქვთ რომ მათ სახელმწიფო ექცევა როგორც მონებს. კამპანიის ნაწილია, რომ მათ გავაგებინოთ ეს. მათ ტვინი უნდა გაანძრიონ და ამის გარდა კიდევ ერთი ადგილი უნდა გაანძრიონ და არ უნდა დაემორჩილონ ეგეთ კანონებს. ხოლო მეორეს მხრივ სისტემის თანამსრომლები ვინც არიან და ვინც სისტემას ასულდგმულებენ, იმათ გააგებინოს, რომ მათი ქცევა არის ამორალური. ამით ვიყავით ჩვენ დაკავებული, როცა პოლიციელებს ვუხსნიდით, რომ მათი ქცევა არის სირცხვილი." - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გირჩის წევრები პოლიციამ 2 მაისს დააკავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42