აპირებს თუ არა მარგველაშვილი კენჭისყრას? - "26 მაისს არაერთი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის, ის არ უნდა მიმდინარეობდეს საარჩევნო კამპანიაში შესული პრეზიდენტით"
პოლიტიკა - 22:06, 03 May, 2018     3565
საქართველოს პრეზიდენტი არ აკონკრეტენს აპირებს თუ არა მეორე ვადით კენჭისყრას, მისი თქმით, ქვეყანას მნიშვნელოვანი მოვლენები აქვს გასავლელი, როგორიცაა 26 მაისის ღონისძიება და ნატოს სამიტი და ეს ღონისძიებები კამპანიაში შესული პრეზიდენტის ფონზე არ უნდა ჩატარდეს. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე არაერთი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის და ეს საქართველოს მხარდაჭერის სერიოზულ მოვლენად უნდა იქცეს:

„მე არა ვარ წინასაარჩევნო კამპანიაში, ქართული ოცნება მიტარებს ძალიან სერიოზულ წინასაარჩევნო პიარს მემგონი და მაგით არიან დაკავებულნი, რომ ჩემი რეიტინგი აწიონ . მე რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი მაქვს, ეს არის 26 მაისის ჩატარება, რომელიც იქნება საქართველოს მხარდაჭერის სერიოზული ღონისძიება, არაერთი ქვეყნის პრეზიდენტი მოვიწვიე პირადად. ჩამოდიან სომხეთის, ფინეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ლატვიის, ესტონეთის პრეზიდენტები, იუნკერი ჩამოდის და სხვები. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. ამ მომენტამდე მე არ მინდა, რომ საარჩევნო კამპანია იყოს, იქ ყველა ერთად უნდა ვიყოთ მთავრობაც და მხედრობაც და არ მინდა რაიმე განხეთქილება იყოს. შემდეგ არის ნატოს სამიტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი მომენტია და ისიც არ უნდა მიმდინარეობდეს საარჩევნო კამპანიაში შესული პრეზიდენტის ფორმით. ვაპირებ თუ არ ვაპირებ, ამ დროს არ დავიწყებდი, იმიტომ რომ ერთიანი ეროვნული ღონისძიებები მაქვს ჩასატარებელი.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი უნდა დაფიქრდეს დემოკრატიის პრინციპებზე და შესაბამისი ნაბიჯი გადადგას.

„ვცდილობ, რომ შევაგონო მმართველ პარტიას, რომ დემოკრატია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კიდევ ერთი სადეპუტატო სკამი. დემოკრატია არის ხელისუფლების განაწილება და დროა, ძალიან მნიშვნელოვანია, იფიქრონ, როგორ გაანაწილებენ ხელისუფლებას.“- აღნიშნა მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42