„2014 წლიდან დაიწყო წამოძახება, რომ „ნაცების დროს ხომ უარესი იყო“, 6 წელია რატომღაც ქართულ საზოგადოებას აყვედრიან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან გაშვებას, გეგონება ეს ქართულმა საზოგადოებამ და ამომრჩევლებმა არ გააკეთეს. რატომღაც აყვედრიან, რომ მტარვალები არ არიან, ამას ხშირად აყვედრის ის ხალხი, რომელიც მანამდე ნაციონალურ მოძრაობაში იყო და მერე გადმოხტა „ქართულ ოცნებაში“ . 2016-ში მოახდინეს პოლიტიკოსებისგან პოლიტიკის დაცლა , ახალი ველოსიპედი გამოვიგონეთ, რომ პოლიტიკა არა პოლიტიკოსებმა, არამედ მენეჯერებმა უნდა აკეთონ. ხალხი მადლობელია შენი, როდესაც ხელისუფლებაში მოხვედი, მაგრამ მერე გთხოვს დაპირებების შესრულებას, შენ როცა ეუბნები, რომ მადლობელი იყავი, რომ ციხეში არ გსვამ და არ გაწამებ, რაღაცა პერიოდი შეიძლება, მაგრამ 6 წლის თავზე? ამ პოზიტივისგან დაცლილ ვითარებაში იპოვეს ახალი მიზეზი, კრიმინალი იმიტომაა, რომ პრეზიდენტმა გამოუშვა ციხიდან, კრიტიკაა დასავლეთიდან, დასაქმებაა არაა- პრეზიდენტის ბრალია.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის თქმით, ის პაპრლამენტში დისკუსიაში ჩასართავად და პრობლემებზე საუბრისთვის იყო მისული და არა აგრესიული ფონის შესაქმნელად:
„ყოველთვის ვცდილობ, რომ არ ვიყო აგრესიული, მინდა უფრო ევროპული, დისკუსიური ტონის შეტანა.“- განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






